სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი ვენუს უილიამსი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა. WTA-ს განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 47-ე ადგილს იკავებს. შესაბამისად, შედის TOP56-ში, რომელთა წევრები ავტომატურად იღებენ ზაფხულის თამაშებზე გამოსვლის უფლებას.

"ოლიმპიური თამაშები - ეს არის მწვერვალი ნებისმიერი სპორტსმენისთვის. მე ოლიმპიადაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმებზე გავიზარდე. ყოველთვის ვოცნებობდი თამაშებში გამოსვლაზე და მახსოვს ის ფანტასტიკური შეგრძნება, როცა ეს ოცნება ავისრულე. როცა ოლიმპიურ თამაშებს ვტოვებ, თითქოს საკუთარი თავის ნაწილს ვემშვიდობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია ჩემთვის", - ამბობს ამერიკელი Fox Sports-ისთვის მიცემულ კომენტარში.

ვენუსს 2000 წლის თამაშებზე ერთეულთა თანრიგში აქვს მოგებული ოლიმპიადა. კიდევ ორი ოქრო მან ქალთა წყვილებში მოიპოვა (2000, 2004).

ლონდონში ამერიკის ნაკრებს ოთხი სპორტსმენი წარმოადგენს. ვენუს უილიამსი ამჟამად ქვეყნის მესამე ჩოგბურთელია უფროსი დის - სერენა უილიამსისა და კრისტინ მაკჰეილის შემდეგ. ამერიკელთა მეოთხე ოლიმპიელი იქნება მსოფლიოს 52-ე ჩოგანი ვარვარა ლეპჩენკო, რომელმაც აშშ-ის მოქალაქეობა გასული წლის შემოდგომაზე მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!