ფინანსურად ეს არც ისე სასურველია, რადგან კლუბი ევროპის ლიგის ყოველ ეტაპზე მონაწილეობისთვის 90 ათას ევროს იღებს
გორის "დილა" ევროპის ლიგის გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ამ ცვლილების შესახებ ფეხბურთის ფედერაციას უეფას გენერალურმა სამდივნომ საგანგებო წერილით აცნობა.

როგორც ცნობილი იყო, საქართველოს თასის მფლობელს ასპარეზობა პირველივე ეტაპიდან უნდა დაეწყო, თუმცა უეფას წერილს თან ახლავს განმარტებები, თუ რის გამო განხორციელდა ეს ცვლილებები.

წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე, საშეჯიბრო ცხრილში სხვადასხვა საკვალიფიკაციო ეტაპზე გაჩნდა სხვადასხვა ვაკანსია. მაგალითად, მე-16 და მე-17 პოზიციაზე განთესილი ქვეყნების (ისრაელისა და შვედეთის) თასების მფლობელებმა III საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადაინაცვლეს და ასპარეზობას II ეტაპიდან დაიწყებენ. მე-19 და მე-20 პოზიციაზე განთესილები (ავსტრია და კვიპროსი) II ეტაპის ნაცვლად, III ეტაპიდან ითამაშებენ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელი გუნდი, მოლდოვის, ლიტვისა და ლატვიის გუნდების მსგავსად, ასპარეზობას პირველი ეტაპიდან აღარ დაიწყებს და შეჯიბრებაში II ეტაპიდან ჩაერთვება.

სპორტული კუთხით, ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ნაკლები გზაა გასავლელი, მაგრამ გათამაშების მეორე ეტაპიდან დაწყება ფინანსურად არც ისე სასურველია, რადგან კლუბი ევროპის ლიგის ყოველ ეტაპზე მონაწილეობისთვის 90 ათას ევროს იღებს.

გვიან დაწყება: კარგია თუ ცუდი? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"