30 ივნისს კიევში, უეფას აღმასკომის სხდომაზე მასპინძლობის შესაძლო კანდიდატურებს განიხილავენ და დაამტკიცებენ
საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებმა ევრო 2020-ის ერთობლივი მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს და მოლაპარაკებებიც დაიწყო.

ცნობილია, რომ ორგანიზაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების პირველი სამუშაო შეხვედრა 1 ივნისს ბათუმში გაიმართა.

ფედერაციების პრეზიდენტები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის კოორდინაციაც გენერალურ მდივნებს, რევაზ არველაძესა და ელხან მამადოვს დაევალათ.

30 ივნისს კიევში, უეფას აღმასკომის სხდომაზე ევრო 2020-ის შესაძლო კანდიდატურებს განიხილავენ, დაამტკიცებენ და შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის უეფას მოთხოვნებს გააცნობენ.

სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მოხდება საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ განსახორციელებელი საკითხების დაგეგმვა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის მაღალჩინოსნებს შორის რამდენიმე სატელეფონო კონფერენცია გაიმართა, სადაც განაცხადის შეტანისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის დეტალები განიხილეს.

შემდგომი სამუშაო შეხვედრა 5 ივლისს ქალაქ ბაქოში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზვიად სიჭინავა: ევრო 2020-ის მასპინძლობის შანსი რეალურია!

UEFA: ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებელი მოთხოვნები

კახა კალაძე: ევრო 2020-ის მასპინძლობის საკითხი არასერიოზულია!

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა