თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იაპონური სუმოს "იშვიათ ტალანტ" კისენოსატოსთან ბრძოლაში საფირმო დგომი დაიბევა, შემდეგ მეტოქის მავაშიც ხელსაყრელი ჩაჭიდებით იგდო ხელთ და იორიკირის ილეთით რკალის კიდემდე მიიყვანა მეტოქე...

თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იაპონური სუმოს "იშვიათ ტალანტ" კისენოსატოსთან ბრძოლაში საფირმო დგომი (მიგი-იუცო) დაიბევა, შემდეგ მეტოქის მავაშიც ხელსაყრელი ჩაჭიდებით (ჰიდარი-უვატე) იგდო ხელთ და იორიკირის ილეთით რკალის კიდემდე მიიყვანა მეტოქე. აქ კი, მოულოდნელად, კისენოსატოს კონტრშეტევა - დარტყმა მარჯვენა გვერდში - გაეპარა და ამით ყველაფერი მორჩა: უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა რიკიში ძალიან ახლოს იყო მიზნის ნაწილის შესრულებასთან, მოგებით ის კომუსუბის ტიტულს გამოათავისუფლებდა. ლევანს 6-5 ბალანსი აქვს და დღეს კიდევ ერთ კომუსუბის, კაკურიუს (7-4) ხვდება. ეს ორი რიკიში პირველად იანვრის ბაშოზე გადაეყარა ერთმანეთს, მაშინ კაკურიუმ იორიკირით მოიგო.

ზედიზედ ორი დღეა, კოკაი (ლევან ცაგურია) დადებითი ბალანსის დაბევების შანსს ვერ იყენებს - გუშინ "შავმა ზღვამ" "პატარა ტანკ" ტაკეკაძესთან წააგო. იაპონელი დაჯახებას აერიდა, შემდეგ ქართველის მავაში მოიგდო და უვატედაშინაგეს ილეთი განახორციელა. კოკაის 7-4 ბალანსი აქვს და დღეს მონღოლ ტამავაშისთან (8-3) შეეცდება კაჩი-კოშის მიღწევას. ამ ქართულ-მონღოლურ დაპირისპირებაში ჯერჯერობით 2:2-ია.

ერთადერთი ქართველი, რომელმაც აკი ბაშოს მე-11 დღეს იმარჯვა, გაგამარუა (თეიმურაზ ჯუღელი), მან ჩინეთის წარმომადგენელ მონღოლ სოკოკურაის აჯობა. სოკოკურაიმ ჰენკა (სასტარტო დაჯახებისგან თავის არიდება) სცადა, მაგრამ ქართველმა ორივე ხელით დაიჭირა მეტოქე და იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან. ახლა გაგამარუს ერთი მოგებაღა აშორებს უმაღლეს ლიგაში პირველი კაჩი-კოშიმდე. მას 7-4 ბალანსი აქვს. დღეს ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში მე-7 მაეგაშირა ტოსაიუტაკას (5-6) ხვდება, რომლის წინააღმდეგ პირველად ივლისის ბაშოზე იჭიდავა და დამარცხდა.

ბაშოზე ზედიზედ მე-11 მოგება ჩაიწერა ჰაკუჰომ, დიდმა ჩემპიონმა ამჯერად ოსი არანი დაამარცხა. ჰაკუჰო უკვე ორი მოგებით უსწრებს უახლოეს კონკურენტს.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

XI დღე: ჰაკუჰო-არანი (უვატენაგე), კაკურიუ-ბარუტო (სოტოგაკე), კაიო-ჰარუმაფუჯი (საკატოტარი), ჰაკუბა-კოტოოშუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), კისენოსატო-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), კიოკუტენჰო-ტოკიტენკუ (იორიკირი), ვაკანოსატო-ტაკამისაკარი (ცუკიოტოში), ჰომაშო-მოკონამი (იორიკირი), ტოკუსეგავა-კოტოშოგიკუ (იორიტაოში), იოშიკაძე-ასასეკირიუ (სუკუინაგე), კიტატაიკი-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), ტაკეკაძე-კოკაი (უვატედაშინაგე), ტამავაში-კიმურაიამა (ოშიდაში), კასუგაო-ბუშუიამა (კოტენაგე), ჰოკუტორიკი-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), შიმოტორი-კორიუ (იორიკირი), ტოჩინონადა-კოტოკასუგა (ცუკიოტოში), გაგამარუ-სოკოკურაი (იორიკირი), ტოიოძაკურა-კაკიძოე (საკატორარი), ჰოჩიამა-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა

11:0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)

9-2: კოტოოშუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11), ტაკეკაძე (მ 12).

8-3: ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), ტამავაში (მ 14).

7-4: კაკურიუ (კომუსუბი), ჰაკუბა (მ 3), ჰაკუბა (მ 5), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), ტოჩინონადა (მ 14), გაგამარუ (მ 15)... 6-5: ტოჩინოშინი (მ 2).

XII დღე: ჰაკუჰო-კაიო, ჰარუმაფუჯი-არანი, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, ბარუტო-ამინიშიკი, კაკურიუ-ტოჩინოშინი, კისენოსატო-კიოკუტენჰო, ვაკანოსატო-ტოკუსეგავა, ტოკიტენკო-ჰომაშო, კოტოშოგიკუ-ასასეკირიუ, ჰაკუბა-კიმურაიამა, ტაკამისაკარი-ჰოკუტორიკი, მოკონამი-ბუშუიამა, ტოსაიუტაკა-გაგამარუ, კიტატაიკი-კიოკუნანკაი, კოკაი-ტამავაში, ტაკეკაძე-შიმოტორი, იოშიკაძე-სოკოკურაი, კოტოკასუგა-კაკიძოე, კორიუ-ტოჩინონადა, კასუგაო-ტოიოძაკურა, ტოსანოუმი-ვაკატენრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა