როი ჰოჯსონის გუნდის ნახევარდაცვას სერიოზული პრობლემები ემუქრება
ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა სკოტ პარკერმა გულწრფელად განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ქუინზ პარკთან" ტრავმირებული კოჭი სერიოზულად აწუხებს და თამაშს მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლების წყალობით ახერხებს.

ასე რომ, როი ჰოჯსონის გუნდის ნახევარდაცვას კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ამავე პოზიციაზე გუნდმა ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ორი წამყვანი ფეხბურთელი - ფრენკ ლემპარდი და გარეთ ბერი დაკარგა. თუკი თამაშს პარკერიც ვერ შეძლებს, ინგლისს ჯორდან ჰენდერსონზე ან ჯეიმს მილნერზე მოუწევს დაყრდნობა.

"მე და სტივი მომდევნო მატჩებშიც გვერდიგვერდ ვითამაშებთ და ცენტრალურ ზონას დავკეტავთ. არა მგონია, ახლა გუნდში რამე ცვლილების შეტანა გამართლებული იყოს.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. არც საფრანგეთთან მინდოდა შეცვლა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მაინც მომიწევდა, რადგან ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. სკამზე დაჯდომა იმ წუთში საუკეთესო გამოსავალი იყო, მით უფრო, რომ ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გვაქვს სათამაშო," - განუცხადა პარკერმა "ტელეგრაფს".

ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ჯო კოულსაც, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში დროზე ადრე მიატოვა. ჯერჯერობით არავინ წერს, რისი დაზიანება აქვს ფეხბურთელს და რამდენად სერიოზულია. 15 ივნისს შვედებთან მისი მონაწილეობა ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ინგლისის ნაკრების 18 წლის განაპირა ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ფრანგებთან შეხვედრაში მოლოდინი ვერ გაამართლა და იშვიათი მომენტების გარდა, უგო ლორისის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდა.

უპრინციპულეს შეხვედრაში ნერვიულობა და თამაშის ჩაგდება მის ასაკში გასაკვირი არც არის. სწორედ ამიტომ ამბობს ფეხბურთელი, რომ არ იცის, შვედებთან მატჩში შეინარჩუნებს თუ არა ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რაც მევალება, იმას ვაკეთებ, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. თუკი შანსი კიდევ მომეცემა, შევეცდები, გამოვიყენო.

მესმის, რომ ჩვენთან დიდი კონკურენციაა და ჩემს ადგილზე თამაში კიდევ რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს შეუძლია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისეთ ინტენსიურ ტურნირში, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, ფეხბურთელებზე უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვები მოდის," - განაცხადა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა BBC-ისთან ინტერვიუში.

კუნძულელთა ნაკრებზე კომენტარი გააკეთა გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომაც:

"ინგლისი-საფრანგეთის მატჩისას ემოციების ტყვეობაში ვიყავი. ინგლისი დიდი ხანია, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა, რადგან ამ გუნდთან მუშაობა წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებდა.

მქონდა შეგრძნება, რომ უზარმაზარი პაუზის შემდეგ მასთან ერთად ტიტულის მოგების შანსი მქონდა. ძალიან რთულია ტელევიზიით ისეთი თამაშების ყურება, სადაც სათადარიგოთა სკამზე შენ უნდა მჯდარიყავი და გუნდისთვის ისე გეხელმძღვანელა.

იმედია, მესამე ტურის შემდეგ ჰოჯსონი ბედნიერი იქნება. როის წარმატებებს ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა