B ჯგუფის მეორე ტურის პირველ მატჩში პორტუგალიელებმა მეტოქეს ანგარიშით 3:2 სძლიეს
პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2012-ზე პირველი გამარჯვება დანიის ეროვნულ გუნდთან მოიპოვა. B ჯგუფის მეორე ტურის პირველ მატჩში პორტუგალიელებმა მეტოქეს ანგარიშით 3:2 სძლიეს.

ანგარიში შეხვედრის 24-ე წუთზე პორტუგალიელებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს პეპემ თავი შეაგება და ნადერსენის კარში გადაგზავნა. 36-ე წუთზე პორტუგალია ორი ბურთით დაწინაურდა – ამჯერად თავი ელდერ პოშტიგმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში ზუსტად დაარტყა.

დანიელებმა ერთი ბურთის გაქვითვა პირველსავე ტაიმში მოახერხეს – ნიკლას ბენტნერმა ლამაზი კომბინაცია ცარიელ კარში გატანილი გოლით დააგვირგვინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში თავის გამოჩენის შანსი კრიშტიანო რონალდოს მიეცა, თუმცა მან ორჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ შეძლო გატანა. სამაგიეროდ, მე-80 წუთზე იმავე ბენტნერმა შეძლო ზუსტი თავურით დუბლის გაფორმება და ანგარიშის გათანაბრება.

გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი მოედანზე რამდენიმე წუთით ადრე შეცვლაზე შესული სილვესტრ ვარელა გახდა. ვარელამ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ პირველ ჯერზე ვერა, მაგრამ განმეორებით ცდა კი გატანილი გოლით დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს, ისევე, როგორც დანიას, 3 ქულა აქვს. ამდენივე ქულა, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს გერმანიის ნაკრებსაც, რომელიც მეორე ტურის შეხვედრას ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან მოგვიანებით გამართავს.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ