ლეგენდარულმა გერმანელმა ოთხჯერ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა ტექნიკური პრობლემების გამო
დომენიკალის მიერ შედგენილ სიაში, რა თქმა უნდა, ვერ მოხვდებოდა მიხაელ შუმახერი, რომელმაც სეზონის პირველ შვიდ რბოლაში მხოლოდ ორი ქულა დააგროვა.

ლეგენდარულმა გერმანელმა ოთხჯერ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა ტექნიკური პრობლემების გამო. თუმცა, თავად მიხაელის აღიარებით, მას კვლავაც სჯერა "მერსედესის" შესაძლებლობების.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფორმულა 1 - ეს არის უნიკალური მანქანების რბოლები და ასობით ტექნიკური კომპონენტი სწორედ ამისთვის არის მოფიქრებული. შესანიშნავად მესმის, რომ დროდადრო რაღაც შეიძლება არ გამოგვივიდეს.

რა თქმა უნდა, მონრეალის ტრასიდან გავარდნით იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ არ ვკარგავ სიმშვიდესა და გუნდის მიმართ ნდობას. ეჭვი არ მეპარება, რომ "მერსედესთან" ერთად რაღაც განსაკუთრებულს მივაღწევ. ვინმეს დადანაშაულების არანაირი მიზეზი არ არსებობს.

ჩვენ არ გაგვიმართლა და ეს ავტოსპორტის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, გუნდის წევრები ჩემზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. რბოლიდან გამოვარდნის შემდეგ მაშინვე ჩემს ინჟინრებთან მივედი იმის განსახილველად, რა დაგვჭირდება მომავალ რბოლაში.

შესაძლოა, ჩემი გავარდნიდან მიღებული უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ საცობების გარეშე მივედი აეროპორტამდე. შინ მაქსიმალურად ადრე დაბრუნებას ვგეგმავდი. ამიტომაც ტრასა რბოლის დასრულებამდე დავტოვე", - განაცხადა შუმახერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!