ფინალური სერიის პირველი მატჩის არცთუ ისე დამაჯერებელი დასაწყისის მიუხედავად, "ოკლაჰომამ" შეძლო "მაიამის" დამარცხება
ფინალური სერიის პირველი მატჩის არცთუ ისე დამაჯერებელი დასაწყისის მიუხედავად, "ოკლაჰომამ" შეძლო "მაიამის" დამარცხება მეორე ტაიმში ნაჩვენები ბრწყინვალე დაცვისა და დურანტისა და უესტბრუკის ჯამური 63 ქულის წყალობით.

შეხვედრის დებიუტში "ჰიტის" შეტევაში "მეორე ეშელონის" კალათბურთელები აქტიურობდნენ. ასე მაგალითად, პირველ მეოთხედში სტუმრებმა ხუთი სამქულიანი ჩააგდეს, თანაც, თავი გამოიჩინეს "მაიამის" ნაკლებად შედეგიანმა მოთამაშეებმა: სამი შორეული ტყორცნა ჩაიწერა აქტივში ბატიემ, კიდევ ორი - ჩელმერსმა.

მოედნის მეორე მხარეს ერთი მსახიობის თეატრს ვუყურებდით. დურანტმა თავისი გუნდის პირველი 16 ქულიდან 11 თავის ანგარიშზე მიითვალა.

რეგულარულის საუკეთესო სნაიპერს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან მის პარტნიორებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ: სეფოლოშა შეცდომებს უშვებდა, პერკინსმა გარბენი გააკეთა, უესტბრუკმა "ღია" სამქულიანი გააფუჭა... სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა ჰარდენისა და ფიშერის მოედანზე გამოსვლის შემდეგ. სწორედ ჰარდენს ეკუთვნის მეოთხედის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთი, რომლის შემდეგაც სტუმრების უპირატესობა შვიდ ქულას შეადგენდა.

მეორე მეოთხედში "მაიამის" დომინირება გაგრძელდა. ბატიეს მორიგმა წარმატებამ და ლებრონ ჯეიმსის ექვსმა ქულამ "ჰიტს" 8:0 გაქცევა მოუტანა და მე-15 წუთისთვის სხვაობა უკვე სერიოზული იყო - 13 ქულა. ამასთან, გრძელდებოდა ბრუქსის შეგირდების პრობლემები შეტევაში. უესტბრუკმა და ჰარდენმა პირველი ათი ცდიდან მხოლოდ ორი გამოიყენეს.

მეტოქის გაქცევა ფიშერმა შეაჩერა, რომლის ზედიზედ ორი ზუსტი ტყორცნის შემდეგ სპოელსტრა იძულებული გახდა, ტაიმ-აუტი აეღო. განსაკუთრებით საინტერესო იყო სწრაფი გარღვევა, რომელიც ვეტერანმა თავად დაიწყო და დაასრულა. და ეს 37 წლის ასაკში.

თუმცა ეს არ ყოფილა თამაშში გარდატეხის მომენტი. დიდ შესვენებამდე ორი წუთით ადრე სტუმრების მორიგი სამქულიანი ბოშმა ჩააგდო, რასაც უეიდის რთული ორქულიანიც დაემატა, რითაც "მაიამიმ" შეინარჩუნა ორნიშნა უპირატესობა.

მხოლოდ უესტბრუკის წარმატებამ მეოთხედის ბოლოს მასპინძლებს სხვაობის 7 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. რასელმა ორჯერ კარგი პასი მისცა იბაკას, შემდეგ კი თავად დაასრულა სწრაფი კონტრშეტევა.

უესტბრუკის ენერგია არსად გამქრალა და ის მესამე მეოთხედის დასაწყისში "თანდერის" სხვა მოთამაშეებსაც გადაედოთ. მეორე ტაიმი დურანტის სამქულიანითა და სეფოლოშას საჯარიმოებით დაიწყო. ამას დაემატა მასპინძლების მხრიდან აქტიური პრესინგი - საწყისი ორი წუთის განმავლობაში "ოკლაჰომამ" სამი ჩაჭრა დააგროვა.

შესაბამისად, მასპინძლების ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ "თანდერის" მთავარი მიღწევა ის იყო, რომ მეტოქე სტატიკურ შეტევებზე გადაიყვანა. თუ პირველ ტაიმში "მაიამი" კარგ გუნდურ თამაშს აჩვენებდა, მეორეში ინდივიდუალურ მოქმედებაზე გადავიდა. თუმცა საშემსრულებლო ოსტატობის მაღალი დონის წყალობით "ჰიტი" ინარჩუნებდა ლიდერობას.

როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აქტიურობდა ჯეიმსი. მესამე მეოთხედში სეზონის MVP-მ ცხრა ქულა დააგროვა (გუნდური მონაგარის თითქმის ნახევარი), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა კომფორტული უპირატესობის დასაბრუნებლად. უესტბრუკის ავანტურული, მაგრამ წარმატებული გარღვევის შემდეგ "ოკლაჰომა" პირველად გავიდა წინ.

ამის შემდეგ "თანდერს" ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია, ძირითადად, ისევ დაცვის წყალობით. ერთი პერიოდი სტუმრები თამაშიდან ექვსნახევარი წუთი ვერ აგდებდნენ ბურთს!

არაშესაფერის დროს დაკარგა სათამაშო რიტმი ლებრონმა, რომელმაც დასკვნითი მეოთხედის პირველ ცხრა წუთში მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, რაც შარშანდელი ფინალური სერიის გაგრძელება აღმოჩნდა. მაშინ ფორვარდს სერიოზული სირთულეები ჰქონდა მეოთხე მეოთხედებში, რომლებშიც ჯამში 18 ქულა დააგროვა.

ლებრონი ამჯერად სეფოლოშას მხრიდან ზეწოლას ვერ გაუმკლავდა. ჯეიმსმა ქულების დაგროვება ბოლო ორ წუთში განაახლა, მაგრამ იმ მომენტისთვის სტუმრების ჩამორჩენა უკვე რვა ქულას შეადგენდა. ამიტომაც ლებრონის მცირეხნიანმა აქტივობამ "მაიამი" ვერ გადაარჩინა.

შედარებისთვის, დურანტმა ბოლო მეოთხედში თავის გუნდს 17 ქულა შესძინა!

ოკლაჰომა-მაიამი 105:94

22:29, 25:25, 27:19, 31:21

ო: დურანტი (36+8 მოხსნა+4 პასი), უესტბრუკი (27+11 პასი+8 მოხსნა), იბაკა (10+6 მოხსნა), სეფოლოშა (9), კოლისონი (8+10 მოხსნა), ფიშერი (6), ჰარდენი (5+3 პასი), პერკინსი (4+7 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (30+9 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა), უეიდი (19+8 პასი), ბატიე (17), ჩელმერსი (12+6 პასი), ბოში (10+5 მოხსნა), ჰასლემი (4+11 მოხსნა), მილერი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (51.9/46.2), სამქულიანები (29.4/42.1), საჯარიმოები (74.1/77.8).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა