სამართალდამცველებს შეახსენეს, რომ ევროპელი სტუმრების თვალწინ ცხვირში თითის შეყოფა და მზესუმზირის ჩენჩოს ფურთხება ულამაზოა!
უკრაინამ, ისევე, როგორც პოლონეთმა, ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია. ხუმრობა ხომ არაა - მთელი ევროპიდან ჩამოსული მილიონობით სტუმრის საკადრისად გამასპინძლება. გარდა მოედნებისა, მოსამზადებელი იყო სასტუმროები, ტრანსპორტი, ქუჩები, დასასვენებელი ადგილები...

მართლაც, ჩემპიონატის თანამასპინძელმა უკრაინელებმა ძალა და სახსრები არ დაზოგეს, რათა უეფას ნდობა გაემართლებინათ და ჯერჯერობით ეს გამოუვიდათ კიდეც.

მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა, თუკი ჩემპიონატის დღეებში მოწოდების სიმაღლეზე არ იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოები. უკრაინის მილიციის ცუდი და კარგი კი უკრაინელებზე კარგად ვინ იცის და მათაც თადარიგი დაიჭირეს. მთელი ევროპის მასშტაბით თავის მოჭრას სჯობს ფურცელზე ჩამოწერილი დირექტივები დავურიგოთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მთელი ევროპის დასანახადო...

ევროპის ჩემპიონატის წინ უკრაინელ მილიციელებს დაურიგდათ ბროშურები სათაურით: "ვეგებებით ევრო 2012-ს. დირექტივა შსს ორგანოების თანამშრომელთათვის".

ლამაზად გაფორმებულ ბროშურაში გაწერილია ევროპის ჩემპიონატების მატჩების განრიგი: სად, როდის და რომელ სტადიონზე გაიმართება ესა თუ ის თამაში. ყველაზე საინტერესო კი არა მატჩების განრიგი, არამედ ისაა, რაც ამ ეგზემპლარის მფლობელისთვის საგანგებოდ მარკერითაა აღნიშნული.

ბროშურის ერთ-ერთი გვერდი დასათაურებულია ასე: "მილიციონერს ეკრძალება!"

როგორც ჩანს, ყველაზე მთავარი აკრძალვა უკრაინელი სამართალდამცველისთვის ის არის, რაც ჩამონათვალში პირველივე პუნქტში გვხვდება: "მზესუმზირის ჭამა და ჩენჩოების ფურთხება".

სამართალდამცველისთვის ასევე დაუშვებელია:

- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მთელი გულისყურის სპორტული შეჯიბრის ან სხვა გასართობი ღონისძიებისადმი მიპყრობა.

- მოწევა არა მოწევისთვის სპეციალურად გათვალისწინებულ ადგილას ან ქუჩაში.

- ცხვირში თითის შეყოფა, ქუჩაში ფურთხება.

- ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, მათ შორის, ლუდის.

- ჭამა ხალხმრავალ ადგილას.

- ფორმის ტარების წესების დარღვევა.

- მოძრაობის წესების დარღვევა.

- უსაფუძვლოდ უარის თქმა დახმარებაზე, ვისაც ის სჭირდება.

- უყურადღებოდ, დაუდევრად და უხეშად მოპყრობა კოლეგებისა და მოქალაქეებისადმი.

- იმ ადამიანების ღიად განსჯა, გაქილიკება და დაცინვა, რომელთა ქცევა ან ჩაცმულობა უკრაინაში დამკვიდრებულს არ შეესაბამება.

- უცხოელებისთვის თამბაქოს, სუვენირების თხოვნა.

მომზადებულია polemika.com.ua-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ევრო 2012-მა მეძავთა რაოდენობა გაზარდა, სექსუალური მომსახურება კი გააიაფა

რა საფრთხე არსებობს უცხოელი ქომაგისთვის ევრო 2012-ზე?

რატომ არ იმსახურებს უკრაინა ევრო 2012-ის მასპინძლობას

mishaako
ანეგდოტი გამახსენდა, ბავშვი რომ მშობლებს სექსზე წაასწრებს და მე ესენი ცხვირში თითის შეყოფას მიკრძალავენო... აბა ტურისტებს აუკრდზალონ ერთ ადგილას შეყოფა....))))
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა