დიდი საერთაშორისო გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე ისიანი 14 ივნისს ოფიციალურად გახდა გორის "დილას" მენეჯერი
გორის "დილას" ფეხბურთელებმა 7 და 8 ივნისს სამედიცინო შემოწმება გაიარეს, 9-იდან გუნდი თბილისში ემზადებოდა, 14 ივნისს, დილით კი, ავსტრიაში მეორე შეკრების გასავლელად გაემგზავრა.

ავსტრიაში გამგზავრებამდე გორელებმა ისეთი ტრანსფერი განახორციელეს, რომელზეც ბევრი გუნდი იოცნებებდა: ამიერიდან "დილაში" იმუშავებს თბილისის "დინამოს" უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გია ისიანი, ქართულ ფეხბურთში ყველასათვის პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი პიროვნება.

მართალია, სიტყვა "ტრანსფერს" ფეხბურთელის გადაყვანის დროს ხმარობენ, მაგრამ ისიანი ისეთი ფიგურაა, ეს მართლაც "სუპერტრანსფერია" - ის თბილისის "დინამოს" სტრუქტურაში ნამდვილი "საყრდენი ნახევარმცველი" იყო, საჭირო და საქმიანი კაცი.

ისიანი მრავალი წელი წარმატებულად მუშაობდა საკვანძო თანამდებობებზე თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, გააჩნია დიდი საერთაშორისო გამოცდილება და ავტორიტეტი. 14 ივნისს კი ოფიციალურად გახდა გორის "დილას" მენეჯერი.

"ვამაყობ, სახელოვან კლუბში წლები რომ ვმუშაობდი და ულამაზესი წლები გავატარე. "დინამოდან" მადლიერებით წამოვედი და ხელმძღვანელობასაც ადამიანურად დავემშვიდობე.

რატომ "დილა"? კლუბის ხელმძღვანელთა ნდობა ვიგრძენი; მეორეც - ძალიან პერსპექტიული და მზარდი კლუბია. დარწმუნებული ვარ, "დილა" სწრაფი ტემპებით გაიზრდება და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი გახდება. სტიმულია ასეთ კლუბში მუშაობაც და მის მშენებლობაში მონაწილეობაც.

კლუბში საკმაოდ ფართო ფუნქციების შესრულება მომიწევს: საორგანიზაციო საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ. და კიდევ, დარწმუნებული ვარ, მედიასთან ურთიერთობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. ეს თავად კლუბისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - გვითხრა ისიანმა.

შევიტყვეთ, რომ გუნდი დატოვა თბილისის "დინამოდან" იჯარით გადმოყვანილმა ირაკლი ლექვთაძემ - სავარაუდოდ, ის კარიერას კვლავ "დინამოში" გააგრძელებს. თუმცა ჯერ ავსტრიაში გასამგზავრებელთა სრულ სიას კლუბი არ ახმოვანებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" ევროპალიგას მეორე საკვალიფიკაციოდან შეუერთდება

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად