უნგრული "დიორ ეტო" 24 წლის ქართველ ფეხბურთელს, სავარაუდოდ, ტრანსფერზე დააყენებს
გიორგი განუგრავა, რომელიც უნგრული "დიორ ეტოს" საკუთრებაა, ახალ გუნდს ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიორელებთან ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტით წელიწადნახევარი კიდევ აკავშირებს, სავარაუდოდ, მხარეები ურთიერთთანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ და განუგრავას უნგრული კლუბი ტრანსფერზე დააყენებს.

"დიორ ეტოს" 24 წლის ქართველი ფეხბურთელის დატოვება რომ აღარ სურდა, ცხადი მაშინ გახდა, როცა განათხოვრების წესით ორ სხვადასხვა გუნდში გაუშვა.

"ლომბარდ პაპაში" განუგრავა ფინანსური კრიზისის გამო არ დარჩა, ბოლო გუნდი "ზალაეგერსეგი" კი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

განუგრავა ახლა არდადეგებზე თბილისშია და მასთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა. გვითხრა, რომ "ზალაეგერსეგს" მისი გამოსყიდვის სურვილი აქვს, თუმცა მეორე ლიგაში თამაშზე თავს იკავებს. გარდა ამისა, კლუბს მისი ფინანსური დავალიანებაც გასასტუმრებელი აქვს.

- ალბათ, უკეთესი იქნება, საქართველოში დავბრუნდე. 17 ივნისს მივფრინავ უნგრეთში და "დიორ ეტოსთან" გავარკვევ ურთიერთობას. სავარაუდოდ, ტრანსფერზე დამაყენებენ. დარჩენა არც მე მსურს.

- ქართული კლუბებიდან თუ მიიღე შემოთავაზება?

- რეალური ჯერ არაფერია. ჩავალ უნგრეთში და ვნახოთ, რა იქნება. ბოლო კლუბის მწვრთნელს ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველანაირ პირობას შემიქმნიან. დავილაპარაკებთ და გადაწყდება.

ამ მომენტში ნამდვილად არ მაქვს ის ვარიანტი, რაც დამაკმაყოფილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli1805
ამაზე კარგ მომავალს ფიქრობდნენ და ერთი წელი საუკეტესო ახალგაზრდადაც კი აღიარეს ახლა კიდევ კლუბებს ეძებს.მიდი ილიასთAნ დუბლებში მაინც გათAმაშბეს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა