იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ისაუბრა, თუ რას ელის ევრო 2012-ისგან
იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ისაუბრა, თუ რას ელის ევრო 2012-ისგან.

გასული წლის ოქტომბერში "რომასთან" სერია A-ს მატჩის სათამაშოდ გადაფრენისას "მილანის" ფორვარდმა ინსულტი გადაიტანა. შემდეგ ფეხბურთელს აცნობეს, რომ გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მისი კარიერა კი შესაძლო იყო, დასრულებულიყო.

"გულწრფელად გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ ფეხბურთს ვტოვებდი. შემდეგ ნელა, მაგრამ დარწმუნებით დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოს და ევროპის ჩემპიონატზე წასვლის იმედს ბოლომდე ვინარჩუნებდი. ყველაფერი გამოვიდა და ახლა მინდა, ჩემპიონატისგან ყველაფერი ავიღო და შანსი ბოლომდე გამოვიყენო.

პრანდელი, როგორც მწვრთნელი, ისეც მომწონს და ადამიანიც. მას ფეხბურთელებთან საუბარი უყვარს და მათ ყველაფერს უხსნის. მან თავიდანვე თავი გუნდში მნიშვნელოვან ადამიანად მაგრძნობინა. როდესაც მწვრთნელი ასე გენდობა, თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობ და ყოველთვის ცდილობ, მოედანზე ყველაფერი გაიღო.

ტაქტიკა და შემადგენლობა პრესაში არ ირკვევა. მისი არჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა. ესპანელთა წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. მხედველობაში მყავს ყველა ფეხბურთელი: ჩემი თავი, ბალოტელი, დი ნატალე და შეცვლაზე შემოსული სებასტიან ჯოვინკოც კი.

ხუთი თავდამსხმელი გვყავს, რომელთაგან თითოეული გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, ვინც მოედანზე გამოდის, კარგად უნდა თამაშობდეს. იერარქია არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო, მაგრამ ამას მწვრთნელი წყვეტს. მისი ძლიერი მხარე კი იმის განსაზღვრაა, ვინ არის მზად და ვინ არა.

თუ გეჩვენებათ, რომ გავიზარდე და დავმძიმდი, ეს იმიტომაა, რომ მალე 30 წლის ვხდები, მაგრამ შინაგანად თავს ბავშვად ვგრძნობ. გასაგებია, რომ ისეთი ამბები, რომელიც ოქტომბერში შემემთხვა, თავის კვალს ტოვებს, მაგრამ ეს ყველაფერი იმის გაგებაში გვეხმარება, რა არის ცხოვრებაში მთავარი.

ხორვატებთან თამაში ჩვენთვის გადამწყვეტია. იგივე შეიძლება ითქვას მეტოქეზეც. გამარჯვების გზას უნდა მივაგნოთ, სამი ქულა მოვიპოვოთ და ის საქმე გავაგრძელოთ, რომელიც ესპანეთთან მატჩში დავიწყეთ. წინა დაპირისპირების შემდეგ მივხვდით, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია და ტურნირის ბოლომდე გავლა ძალგვიძს", - განაცხადა კასანომ.

მომზადებულია UEFA.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ანტონიო კასანო: ჰომოფობი არ ვარ

იტალია VS ხორვატია - ვინ გაამართლებს გაცემულ ავანსებს?

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"