ევრო 2012. D ჯგუფი. II ტურის წინ
პირველ შეხვედრებში ორივე გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - უკრაინელებმა შვედებს სძლიეს და პირველი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში, ფრანგებმა კი ქულა გაიყვეს ინგლისელებთან, თუმცა თამაშის სურათიდან გამომდინარე, უნდა მოეგოთ კიდეც...

დიახ, ლორან ბლანის შეგირდებმა ბრიტანელებთან თამაში სრული უპირატესობით წარმართეს, მომენტიც გაცილებით მეტი შექმნეს და მთლიანობაში, უფრო ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.

მოკლედ, ფრანგებიც და უკრაინელებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მით უფრო საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ერთმანეთში.

ბლანი შეტევაზე გადადის

ლორან ბლანი კვლავ შემტევ სტრატეგიას აირჩევს და შეგირდებს 4-3-3 ტაქტიკით გაამწესებს. ცენტრფორვარდის პოზიციაზე, სავარაუდოდ, ქარიმ ბენზემა გაირჯება და შესაბამისად, ოლივიე ჟირუს კვლავ თადარიგში მოუწევს ჯდომა. ფლანგებიდან ქარიმს სამირ ნასრი და ფრანკ რიბერი დაეხმარებიან.

ინგლისელებთან შეხვედრა ტრავმის გამო იან მვილამ გამოტოვა, რომელიც ალი დიარამ ჩაანაცვლა - ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მვილა სრულ მზადყოფნაშია და ამჯერად სწორედ ის იქნება ძირითად შემადგენლობაში. სხვა მხრივ, ფრანგთა ბანაკში სრული სიმშვიდეა და საინტერესოც ბევრი არაფერი ხდება.

დიდი სამზადისია უკრაინელთა ბანაკშიც - ოლეგ ბლოხინი საბრძოლველად გეშავს შეგირდებს და აცხადებს, რომ ჯგუფური ბარიერის დაძლევას სწორედ ფრანგებთან პაექრობაში აპირებს. უკრაინელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ბლოხინი ტაქტიკას შეცვლის და შეგირდებს 4-2-3-1 სქემით განალაგებს. ამბობენ, მოგებულს არც შემადგენლობას უცვლიან და არც ტაქტიკასო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა.

პრინციპში, ბლოხინის გათვლებში ლოგიკის დანახვა ძალიან მარტივია - ფრანგთა ძლიერი მხარე მოქნილი ნახევარდაცვა, ბურთის კონტროლია და უკრაინელთა თავკაცსაც სწორედ შუა ხაზის გაძლიერება სურს, რათა ბურთზე კონტროლი სწორედ მისმა გუნდმა დააწესოს.

სავარაუდოდ, ამ გათვლებს შეეწირება ანდრეი ვორონინის ინტერესები, რომელიც თადარიგში გადაინაცვლებს. ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კი მასპინძლებს ანდრეი შევჩენკო ეყოლებათ. თუმცა არის მეორე ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც, სწორედ შევა იქნება თადარიგში, ვორონინი კი ძირითადში. ვნახოთ, ამასაც მალე გავიგებთ...

ცოტა რამ ისტორიიდან

უკრაინელებს და ფრანგებს ერთმანეთში 6 შეხვედრა აქვთ გამართული, რომელთაგან 3 მატჩი გალებმა მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა. მოკლედ, სამფეროვნების უპირატესობა თვალსაჩინოა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც წესი, ფრანგები უკრაინელებთან ფავორიტებად ითვლებიან - ასე იყო აქამდე და ასეა დღევანდელ პაექრობაშიც.

ამ გუნდების ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიმართა, როდესაც კიევური დაპირისპირება შედეგიანი ფრეთი დასრულდა - 2:2. მაშინ უკრაინელთა რიგებში სწორედ ვორონინი და შევჩენკო გამოირჩნენ, ფრანგთა რიგებიდან კი გოლები სიდნი გოვუმ და ტიერი ანრიმ გაიტანეს.

იმავე შესარჩევის პარიზულ შეხვედრაში გალებმა სლავებს შანსი არ დაუტოვეს და ორი უპასუხო ბურთით დაამარცხეს - გოლები რიბერიმ და ანელკამ შეაგდეს.

ფრანგებმა ყველაზე დიდი ანგარიშით უკრაინელებს 2011 წელს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში სძლიეს - მაშინ ლორან ბლანის შეგირდებმა მეტოქეზე 4:1 იძალეს.

მოკლედ, უკრაინელებს სარევანშოდ აქვთ საქმე და ვნახოთ, რით დასრულდება ეს ყველაფერი.

კომენტარები

ოლეგ ბლოხინი (უკრაინა):

"სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, მეორე შეხვედრა ინგლისელებთან გაგვემართა და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის ამოცანაც გადაგვეჭრა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ლორან ბლანის გუნდმა ბევრად უკეთესო შთაბეჭდილება დატოვა და ალბათ, გამარჯვებასაც იმსახურებდა.

ფრანგები ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებენ და პირველი ნომრიდან თამაში ეხერხებათ, რაც ჩვენ არ გვაწყობს - ვეცდებით, მოედნის ცენტრში უპირატესობა მოვიპოვოთ და აქეთ შევუტიოთ მეტოქეს.

ვიცი, რომ ეს ურთულესი იქნება, მაგრამ იოლი მიზნების დასახვა ჩვენი სტილი არასდროს ყოფილა".

ლორან ბლანი (საფრანგეთი):

"უკრაინელებს გულშემატკივართა არანორმალური მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ, რაც უდიდესი პლუსია. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ანდრეი შევჩენკო, რომლის მიმართაც მაქსიმალური ყურადღებით თამაშია საჭირო.

მეორე მხრივ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ის გავაკეთოთ, რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის. ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია ბურთის კონტროლი და შეტევაა - ვნახოთ, წინ ძალიან საინტერესო პაექრობა გველის".

ევრო 2012. D ჯგუფი. II ტური

15.06. დონეცკი. დონბას არენა. 20.00

უკრაინა-საფრანგეთი

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: არავინ.

სავარაუდო შემადგენლობები

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - გუსევი, ხაჩერიდი, მიხალიკი, სელინი - ტიმოშუკი, როტანი - ნაზარენკო, კონოპლიანკა, იარმოლენკო - შევჩენკო.

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - დებიუში, რამი, მექსესი, ევრა - კაბაი, მვილა, მალუდა - ნასრი, რიბერი, ბენზემა.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბოლო 5 მატჩი

უკრაინა

ისრაელი-უკრაინა 2:3

უკრაინა-ესტონეთი 4:0

ავსტრია-უკრაინა 3:2

თურქეთი-უკრაინა 2:0

ევრო 2012-ზე

უკრაინა-შვედეთი 2:1

საფრანგეთი

გერმანია-საფრანგეთი 1:2

საფრანგეთი-ისლანდია 3:2

საფრანგეთი-სერბეთი 2:0

საფრანგეთი-ესტონეთი 4:0

ევრო 2012-ზე

საფრანგეთი-ინგლისი 1:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შვედეთი VS ინგლისი - გააჩერეთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და გააჩერებთ შვედეთს!

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის