ბრიტანელი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი ავსტრალიელ მარკ უებერს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს. მიმომხილველი ითვალისწინებს "რედ ბულის" ბოლიდის მაღალ სისწრაფეს და დარჩენილი ტრასების მახასიათებლებს, რომელიც კარგად ერგება ავსტრიული საჯინიბოს მანქანებს.

ბრიტანელი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი ავსტრალიელ მარკ უებერს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს. მიმომხილველი ითვალისწინებს "რედ ბულის" ბოლიდის მაღალ სისწრაფეს და დარჩენილი ტრასების მახასიათებლებს, რომელიც კარგად ერგება ავსტრიული საჯინიბოს მანქანებს.

ჯეიმს ალენი: "სინგაპურის გრან-პრი გადამწყვეტი მომენტია მიმდინარე ჩემპიონატში. სეზონის პირველი ევროპული რბოლის მსგავსად, სინგაპური ის ეტაპია, რომლისთვისაც გუნდები სერიოზულ ტექნიკურ სიახლეებს ამზადებენ - ეს ეხება როგორც ჩემპიონობისთვის მებრძოლ საჯინიბოებს, ასევე იმ გუნდებსაც, რომლებსაც საერთო ჩათვლაში სიტუაციის გამოსწორება სურთ. მაგალითად, ერთი წლის წინ "რედ ბულმა" სწორედ სინგაპურში ჩართო დამატებითი სიჩქარე, ასევე ძალიან მოუმატა "მაკლარენმაც".

ამ წლის ჩემპიონატი მძაფრი კონკურენციით გამოირჩევა. სეზონის ბოლომდე ხუთი რბოლა რჩება, ხოლო მონცაში ინტრიგის შენარჩუნებისთვის მიღებული იდეალური შედეგი იმას ნიშნავს, რომ ალონსო და ბატონი ისევ ჩაერთნენ ბრძოლაში.

და მაინც მგონია, რომ ტიტულის მთავარ პრეტენდენტად მარკ უებერი უნდა მივიჩნიოთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის სტარტის პროცედურას გააუმჯობესებს. სწორედ ამ პრობლემის გამო, ავსტრალიელმა ორ რბოლაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ჩემი პოზიცია იმ ვარაუდს ემყარება, რომ სინგაპურში "რედ ბულის" მანქანა ისევ ყველაზე სწრაფი იქნება. ტექნიკური სიახლეებმა, რომელსაც წამყვანი გუნდები ამ უქმეებზე შემოგვთავაზებენ, საკმარისად ეფექტურად უნდა იმუშაონ - წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვების პრეტენდენტები წაგებულნი დარჩებიან.

რა თქმა უნდა, სპასა და მონცაში "რედ ბულის" ბოლიდები უარესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სხვა რბოლებში. საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი - ტრასის მახასიათებლები თუ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის გამკაცრებული მოთხოვნები? უახლოეს უქმეებზე ამ კითხვაზე პასუხს შემიტყობთ. წინა ორი ტრასისგან განსხვავებით, სინგაპურის ტრასა სავსებით აწყობს "რედ ბულს".

უებერი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში - ის ხომ დომინირებდა მონაკოსა და ბუდაპეშტში. "მაკლარენის" მანქანას კი არ უყვარს უსწორმასწორო ასფალტი, ამიტომაც მომავალი გრან-პრი, შესაძლოა, შემაფერხებელი ფაქტორი იყოს ბრიტანული გუნდისთვის, თუმცა წინა ორ ტრასაზე "მაკლარენის" ბოლიდები ძალიან სწრაფები იყვნენ.

"ფერარიშიც" ამზადებენ სიახლეების კომპლექსს, თანაც მონცაში გამარჯვებამ აამაღლა "სკუდერიას" საბრძოლო განწყობა. აქვე უნდა ვახსენოთ სებასტიან ფეტელიც, რომელსაც ასევე შეუძლია დარჩენილი ხუთი რბოლიდან ოთხის მოგება და ამ შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. მაგრამ შეძლებს კი არასტაბილური გერმანელი ამის გაკეთებას?

რაც შეეხება პელოტონის "საშუალო კლასის" წარმომადგენლებს, ამ უქმეებზე ფსონს "უილიამსზე" ჩავდივარ. როგორც ჩანს, სინგაპურში ისინი ყოველთვის წარმატებით გამოდიან: ერთი წლის წინ როსბერგს შეეძლო მოგება, პოდიუმი კი ნამდვილად გარანტირებული ექნებოდა, პიტ-ლეინზე შესვლისას შეცდომა რომ არ დაეშვა და ჯარიმა არ მიეღო. მომავალ გრან-პრიზე ფრენკ უილიამსის შეგირდებმა მაქსიმალურად ბევრი ქულა უნდა მოიპოვონ, რადგან ისინი "ფორს ინდიას" კონსტრუქტორთა თასზე მეექვსე ადგილისთვის ედავებიან".

როგორც ცნობილია, სინგაპურის გრან-პრიზე ნიკ ჰაიდფელდი "ზაუბერის" ბოლიდის საჭესთან პედრო დე ლა როსას შეცვლის. ბევრს ეგონა, რომ ამით მომავალი სეზონისთვის კიდევ ერთი ვაკანსია დაიხურა, რადგან კამუი კობაიაშიმ უკვე გააგრძელა შვეიცარიულ საჯინიბოსთან კონტრაქტი და 2011 წელს მისი პარტნიორი ვეტერანი გერმანელი გახდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჰაიდფელდს მომავალის წლისთვის არ ჰქონია "ზაუბერში" გარანტირებული ადგილი. ამის შესახებ გუნდის შეფმა პიტერ ზაუბერმა განაცხადა:

"ჯერ არ მინდა 2011 წლის შემადგენლობაზე ლაპარაკი, რადგან ახლა სეზონის დარჩენილ რბოლებზე ვართ კონცენტრირებული. მომავალი წლისთვის პილოტთა ვინაობის საკითხი ღიად გვაქვს დატოვებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე