ვან მარვიიკი სტრატეგიის შეცვლაზე ფიქრობს
გერმანიის ნაკრებთან წაგებამ (1:2) საფეხბურთო ჰოლანდიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უდიდესი დისკუსიები წარმოქმნა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად ორი წაგებისა, ნარინჯისფერებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ მეოთხედფინალში გასვლის შანსი (ამისათვის საჭიროა, რომ გერმანიამ დანიას მოუგოს, ჰოლანდიამ კი პორტუგალია ორბურთიანი სხვაობით დაამარცხოს), მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჰოლანდიელებს თავიანთი გუნდის ოდნავადაც აღარ სჯერათ.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს სრული კრახის საფრთხე ემუქრება.

ჰოლანდია ამ ტურნირზე ვერანაირ როლს ვეღარ შეასრულებსო, თქვა გერმანიასთან მატჩის შემდეგ სატელევიზიო ექსპერტმა ვიმ ვან ჰანეგემმა, რომელიც 1974 წლის ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ და ამ აზრს შემდეგი არგუმენტი შეაშველა: გაიხსენეთ, როცა რომელიმე დიდ ტურნირზე ფინალში გავდიოდით, მომდევნო ტურნირზე ყოველთვის სირცხვილს ვჭამდითო.

1974 წლის მუნდიალზე ჰოლანდიელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, ევრო 76-ზე კი იუგოსლავიაში შერცხვნენ; 1978 წლის მუნდიალზეც ფინალში იყვნენ, 1980 წელს კი იტალიაში ვერაფერი გააწყვეს; 1988 წელს გერმანიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ, 90-ში კი კვლავ სირცხვილი ჭამეს.

ჰოლანდიის ნაკრები ოდნავადაც აღარ ჰგავს იმ გუნდს, რომელმაც ორიწლისწინანდელ მუნდიალზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბერტ ვან მარვიიკის გუნდი თითქოს ნაწილებადაა დაშლილი!

ალბათ, ამიტომაც თქვა ვან მარვიიკმა გერმანიასთან მარცხის შემდეგ, ტაქტიკისა და სტრატეგიის შეცვლაზე სერიოზულად ვფიქრობ და დიდია იმის შანსი, რომ პორტუგალიასთან სულ სხვანაირად ვითამაშოთო.

ექსპერტების აზრით, ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის უპირველესი კანდიდატი ბერტის სიძე მარკ ვან ბომელია. ჰოლანდიური პრესა დიდი ხანია ამას ითხოვს – მათი აზრით, უმჯობესია, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში მეორე საყრდენად ვან ბომელზე გაცილებით კრეატიულმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ითამაშოს.

შესაძლოა, ვან მარვიიკმა ბოლოსდაბოლოს გადადგას ის ნაბიჯი, რასაც მისგან მთელი ჰოლანდია ითხოვს და კლაას-იან ჰუნტელაარი ძირითად შემადგენლობაში ათამაშოს, მის უკან რობინ ვან პერსი გაამწესოს, ვესლი სნეიდერი კი მარცხენა ფლანგზე გადასწიოს. ასეთი გადაადგილებები იბრაჰიმ აფელაის სათადარიგოთა სკამზე დასმას გამოიწვევდა...

ვან მარვიიკმა რობენი გააკრიტიკა

ჰოლანდიელთა თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა გერმანიასთან წაგების შემდეგ არიენ რობენი და იბრაჰიმ აფელაი გააკრიტიკა.

"იმედი გვქონდა, რომ ამ თამაშს მოვიგებდით, ან, მინიმუმ, არ წავაგებდით. რობინ ვან პერსიმ და კლაას-იან ჰუნტელაარმა კარგად ითამაშეს, აფელაი და რობენი კი არ ვარგოდნენ.

არადა, ჩვენი სტრატეგია დიდწილადაა დამოკიდებული გარემარბებზე. აფელაის და რობენს კარგად რომ ეთამაშათ, გერმანელებს ამ თამაშის მოგება ძალიან გაუჭირდებოდათ," - განაცხადა ვან მარვიიკმა.

შეგახსენებთ, რომ მან რობენი 83-ე წუთზე დირკ კუიტით შეცვალა და რობენმა მოედანი გაბრაზებულმა დატოვა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო