ალბათ, ყველას გახსოვთ ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". ამ რომანის სასათაურე ფრაზა ორჯერ გაგვახსენდა მოკლე დროში, ორჯერვე მწვრთნელთა დახმარებით: -

ალბათ, ყველას გახსოვთ ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". ამ რომანის სასათაურე ფრაზა ორჯერ გაგვახსენდა მოკლე დროში, ორჯერვე მწვრთნელთა დახმარებით:

7 სექტემბერი: ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზი... თემურ ქეცბაია: "შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ "ყანაში" გიწევს თამაში".

21 სექტემბერი: "სანტიაგო ბერნაბეუ"... ჟოზე მოურინიო: "კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, რადგან ადვილი არაა ითამაშო კარტოფილის ყანაში".

ახლა, მოდით, ვიპოვნოთ ერთი განსხვავება... არ ვგულისხმობთ იმას, რომ პირველი განცხადება თქვენმა მონა-მორჩილმა საკუთარი ყურით მოისმინა, მეორე კი ინტერნეტიდან შეიტყო, არც ის, რომ "ყანაში" ქეცბაიას გუნდმა ვერ მოიგო, მოურინიოს გუნდმა კი - ორჯერ. მთავარი განსხვავება ისაა, თუ რა მოჰყვა ამ განცხადებებს ჩვენში და იქ.

პირველ შემთხვევაში, ბევრიც არაფერი - გამოიწვია დისკუსია საზოგადეობაში, მოედნის საფარის ცუდი ხარისხი დაბრალდა მწველ ზაფხულს, ითქვა ისიც, რომ... მოედანი როცა დააგეს, მაშინვე გამოსაცვლელი ყოფილა (?!) და არაფერი - პრობლემა პრობლემად რჩება და ბუნების ძალების იმედად უნდა ვიყოთ, თუ არადა 8 ოქტომბერს მალტის ნაკრებს ისევ "ყანაში" ვეთამაშებით.

ესპანეთში კი მოურინიოს განცხადებიდან 10 საათის შემდეგ "ბერნაბეუზე" დაინახავდით მუშებს, რომლებიც ინტენსიურად იღებდნენ მინდვრის საფარს. სლოვაკეთიდან მადრიდში უკვე ჩაიტანეს ახალი საფარი, რომლის დაგებასაც 30 საათის განმავლობაში დაასრულებენ. 3 ოქტომბერს კი "რეალი" "დეპორტივოს" ახალ საფარზე უმასპინძლებს.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ის "რეალია", მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი, ეს კი - საქართველო. მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, ეროვნულ ღირსებას, რომელიც რაგინდარა კლუბზე მეტს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ნიშნავდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

torgva10
ხო მაგრამ შაკირას ჩამოყვანა არავის არაფერში ჭირდება და მილიონებს ხარჯავენ! მაშინ როცაა ფედერაციას ყოფნა არ ყოფნაზე უდგას საქმე... ფული უპრაგონოდ იხარჯება არ ჯობია ფეხბურთს მოახმარონ და თაობები არ დაკარგონ?
giorgi
არ გეგონოთ, კრის დე ბურგის უფრო დიდი ქომაგი ვიყო ვიდრე საქართველოს ნაკრების, მაგრამ აქამდე შაკირა უფრო იხარჯებოდა თბილისურ კონცერტზე ვიდრე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების 80-90%. ისრაელთან ნაღდად იყო მინდვრის პრობლემა, მაგრამ ის რატომ გავიწყდებათ კუპერს რომ "გამოსამშვიდობებელი" მატჩი მოუწყვეს? ჩემი აზრით ქეცბა კუპერზე მცოდნე ნამდვილად არ არის. უბრალოდ ბევრად უფრო შესტკივა გული საქმისთვის და ზოგიერთი ნახირ-ნახირი ფეხბურთელისთვის ქართულად შეკურთხება შეუძლია. შაკირა და ბრიტნი სპირსი არაფერ შუაშია. ისინი თავის წონით კატეგორიაში გამოდიან და მაგათ ხარჯზე ფეხბურთის მოედნის გამოსწორების დედაც, ჯეკ! აქ უფრო ღრმად უნდა ბარის დარტყმა. ისე, რომ ზოგიერთს გულში მოხვდეს...
აზრზე მოდით
ხო აბა რაში აწყობთ, კარგი საფარი რო დააგონ მერე სტადიონის ქირაშიც მეტი ფული უნდა გადაიხადონ, ეროვნული ნაკრების თამაშისთვის სტადიონს ქირაობენ და კარგი გაზონით სტადიონთ გაცილებით მეტი ეღირება, ვინც ფეხბურთზე მართლა უნდა ზრუნავდეს ისინი მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და ეგაა მთავარი პრობლემა!!!
დამიგდე ყური
ის ფული, რაც 427 წლის კრის დე ბურგს გადაუხადეს, ან მონი ემ-ს, ან შაკირა- მაკირას ალბათ ეყოფოდა ჩვენი ეროვნული სირცხვილის ჩამობანას... მაინც მგონია, ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება....
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე