იანკო ტიპსარევიჩის აზრით, არაელიტურ მოთამაშეებს სასაცილო შემოსავალი აქვთ
სერბეთის მეორე ნომერმა იანკო ტიპსარევიჩმა The Tennis Space-ზე საკუთარ ბლოგში დაწერა ფინანსური პრობლემების შესახებ, რომელსაც პროფესიონალთა ტურში მეორე ეშელონის ჩოგბურთელები აწყდებიან.

"პირადად მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე ჩოგბურთში ყველაზე დიდი პრობლემა ჩოგბურთელის საშუალო ხელფასია.

ჩვენ გვყავს ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც დიდ ფულს იღებენ - ეს ფაქტია. ახლა მე არ ვლაპარაკობ საკუთარ თავზე - ტოპ-ათეულში ვარ და ამჟამად კარიერაში ყველაზე დიდ ჰონორარებს ვიღებ, მაგრამ რაც შეეხება TOP200-ის მოთამაშის შემოსავალს, ის დიდი არ არის.

პროფესიონალი ჩოგბურთელის კარიერისთვის ძალიან დიდ მსხვერპლზე წასვლაა საჭირო, თითქმის მთელი წელი მოგზაურობ... თუ ავიღებთ სპორტის სხვა სახეობის ჰონორარებს, ჩოგბურთში ეს თანხები, უბრალოდ, სასაცილოა.

ახლა მე არ ვლაპარაკობ ფეხბურთზე: ჩოგბურთისა და ფეხბურთის შედარება არ ღირს. საუკეთესო მაგალითია გოლფი. ჩემი აზრით, გოლფი და ჩოგბურთი ერთი სპორტული ოჯახიდან მოდიან. გასული წლის შედეგების მიხედვით, 94-მა გოლფისტმა გამოიმუშავა ერთ სეზონში მილიონ დოლარზე მეტი, იმ დროს, როცა ჩოგბურთში ასეთი 15 მოთამაშე იყო.

ჩემი აზრით, ეს დიდი სისულელე და უსამართლობაა. ლაპარაკია საშუალო შემოსავალზე. გამოდის, რომ თუ თქვენი პოზიცია მსოფლიოს რეიტინგში მე-80-90-ე ადგილებს შორის მერყეობს, არაფერს დაკარგავთ, მაგრამ ვერც ვერაფერს გამოიმუშავებთ.

მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სფეროში მსოფლიოს საუკეთესო ასეულში მოხვედრა - უკვე დიდი მიღწევაა. ამასთან, ჩოგბურთელებმა დიდი ფული უნდა დახარჯონ მწვრთნელის, ფიზიოთერაპევტების მომსახურებაზე; დაუმატეთ ამას დიდი გადასახადები...

"დიდი სლემის" ტურნირებმა გაზარდეს პირველი რაუნდებში წაგებულებისთვის ჰონორარები, მაგრამ ვფიქრობ, უფრო რადიკალური ცვლილებებია საჭირო. მეორე მხრივ, თავიდან უნდა ავიცილოთ რევოლუცია.

მოდით, ყურადღება მივაქციოთ ერთ მომენტს: NBA-ში კალათბურთელები არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მათი ხელფასი ლიგის საერთო შემოსავლის 51 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. დღეს ჩოგბურთში ეს რიცხვი 11-13 პროცენტს არ აღემატება ("დიდი სლემის" ტურნირებზე).

არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ ჩოგბურთელები ძალიან ხარბები ვართ - დიდი ტურნირების გამარჯვებულთა საპრიზო თანხების შემხედვარე, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტურის ყველა მონაწილე - მილიონერია, მაგრამ ეს ასე არ არის.

ჩვენ არ ვითხოვთ უფრო მეტ ფულს, ჩვენ ვლაპარაკობთ საპრიზოების უფრო მაღალ, სამართლიან პროცენტზე მოთამაშეებისთვის, რომლებიც ელიტაში არ შედიან", - აღნიშნა ტიპსარევიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს