პარიზის პოლიციამ იპოვნა საათი, რომელიც როლან გაროსის ჩემპიონს, ნადალს მოპარეს

პარიზის პოლიციამ იპოვნა საათი, რომელიც როლან გაროსის ჩემპიონს, რაფაელ ნადალს მოპარეს. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა დააპატიმრეს ქურდობაში ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნადალმა პოლიციას მიმართა Richard Mille-ის მარკის საათის დაკარგვის თაობაზე, რომლის ღირებულება 300 ათას ევროს აღემატება.

ჩოგბურთელის თქმით, ორშაბათს, საღამოს, სასტუმროს ნომერში დასაძინებლად დაწვა და საათი საწოლის გვერდით ტუმბოზე დადო. დილით ნივთი თავის ადგილას არ დახვდა.

გუშინ პოლიციამ დააპატიმრა სასტუმროს თანამშრომელი, რომელმაც აღიარა, რომ საკუთარი გასაღების გამოყენებით ღამით ნადალის ნომერში შეიპარა და საათი მოიპარა. ეჭვმიტანილმა პოლიციელები იმ ადგილას მიიყვანა, სადაც მან მოპარული ნივთი გადამალა.

"ეჭვმიტანილმა სრულად აღიარა დანაშაული და გარკვეული დროის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარსდგება. საათი უკვე დაუბრუნეს მის კანონიერ მფლობელს", - განაცხადა პარიზის პოლიციის პრესატაშემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად