უიმბლდონის სტარტის წინ სპეციალისტები სვამენ კითხვას - შეძლებს თუ არა ვინმე, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს "დიდ ოთხეულს"?
უიმბლდონის სტარტის წინ სპეციალისტები სვამენ კითხვას - შეძლებს თუ არა ვინმე, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს "დიდ ოთხეულს"?

ბრიტანული ვებგვერდი The Tennis Space ამასთან დაკავშირებით გაესაუბრა უიმბლდონის მთავარ ექსპერტს, ტურნირის შვიდგზის ჩემპიონს, ამერიკელ პიტ სამპრასს.

- ჟო-ვილფრიდ ცონგამ როლან გაროსზე კინაღამ დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი. ამასთან, მას კარგად გამოსდის უიმბლდონზე თამაში. შეიძლება ის სერიოზული საფრთხე გახდეს ფავორიტებისთვის?

- ჩემი აზრით, მას აქვს ამის შესაძლებლობა. შარშანდელ უიმბლდონზე როჯერ ფედერერის დამარცხება დიდი წარმატება იყო. თუ ჟო-ვილფრიდს უნდა "დიდი სლემის" ტურნირის მოგება და ტოპ-ხუთეულში დამკვიდრება, უფრო მეტი სტაბილურობა უნდა მოიპოვოს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ტოპ-ჩოგბურთელებთან თამაშისას ხუთი წუთით მოდუნებაც არ შეიძლება. ამ თვალსაზრისით, ცონგა მოგვაგონებს რამდენიმეწლისწინანდელ ნოვაკს - ერთი წუთით კარგავდა კონცენტრაციას და ეს სეტის წაგებად უჯდებოდა.

თუმცა ისიც ცხადია, რომ ხანდახან ცონგა დიად თამაშს აჩვენებს. ის ძალიან ნიჭიერი ჩოგბურთელია.

- როგორც ვიცით, თქვენ ძალიან მოგწონთ მილოშ რაონიჩის თამაში...

- ის სერიოზულ პროგრესს განიცდის. ძალიან გამიკვირდება, თუ მილოში წლის ბოლოს ტოპ-ათეულში არ მოიპოვებს ადგილს. ძალიან ძლიერი თამაში აქვს, ბრწყინვალე მოწოდება, კარგად მოძრაობს და თან, სატურნირო გამოცდილებაც დააგროვა.

მისი მოწოდება მართლაც განსაკუთრებულია. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა კანადაში საგამოფენო მატჩში შევხვდი. ეს არის ჩოგბურთში ყველაზე მრისხანე იარაღი. დარწმუნებული ვარ, რაონიჩი უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე ყველასთვის დიდი საფრთხე იქნება. ყველაფერთან ერთად, მილოშს მტკიცე ნერვები აქვს, რის გამოც მისი მეორე მოწოდებაც ძალიან სახიფათოა.

მილოშში კიდევ ის მომწონს, რომ ცდილობს შეტევის ბოლომდე მიყვანას, serve-and-volley-ს სტილში თამაშს. ერთია, როცა კარგი და ძლიერი მოწოდება გაქვს და მეორე - ამ მოწოდებიდან აგრესიული შეტევა. ეს მნიშვნელოვანია დღესაც, როცა, პრაქტიკულად, ყველა უკანა ხაზიდან ამჯობინებს თამაშს.

- ჯონ ისნერსაც კარგი მოწოდება აქვს, მაგრამ ის ვერ ბრწყინავდა უიმბლდონზე. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ის აღიარებული ლიდერებისთვის კონკურენციის გაწევას?

- ვფიქრობ, შეძლებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვებისთვის საჭიროა მონდომებით მუშაობა. ჯონი არასოდეს გაურბოდა შრომას, მაგრამ დიდი წარმატებისთვის საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომა და მტკიცე ნერვები უნდა გქონდეს, საკუთარი თავი არ უნდა დაზოგო.

ჩემი აზრით, ჯონი თანდათან პროგრესირებს და შეუძლია დიდი სენსაცია შემოგვთავაზოს. მას უძლიერესი მოწოდება აქვს და ამას ყოველ მატჩში იყენებს. "დიდ სლემზე" გასამარჯვებლად ბოლომდე უნდა იბრძოლო, ორი კვირის განმავლობაში შვიდი მატჩი უნდა მოიგო... ჯონი შიგადაშიგ აჩვენებს საჭირო თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს