დევიდ ჰეიმ და დერეკ ჩისორამ სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს ერთ საკითხში, რომელიც სუპერმძიმე დივიზიონში ძმები კლიჩკოების დომინირებას შეეხება
ინტერნეტგვერდის, BoxingScene.com-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსნებმა - დევიდ ჰეიმ და დერეკ ჩისორამ სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს ერთ საკითხში, რომელიც სუპერმძიმე დივიზიონში ძმები კლიჩკოების დომინირებას შეეხება.

ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი დევიდ ჰეი მიიჩნევს, რომ "კლიჩკოებს არ უნდათ ჰეისა და ჩისორას ბრძოლის ჩატარება, რადგან ეს მათი შეხვედრების მიმართ ინტერესის შენელებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკო შემდეგ ბრძოლას 7 ივლისს შვეიცარიაში ჩაატარებს, ვიტალი კი სექტემბრის დასაწყისში აპირებს რინგზე გასვლას, თუმცა ჯერ მეტოქე არ ჰყავს და არც ზუსტი თარიღი იცის.

"მათი ბრძოლების შესახებ არავინ ლაპარაკობს, ხალხს მხოლოდ ჩვენი შეხვედრა აინტერესებს და კლიჩკოებმა არ იციან, ამას რა მოუხერხონ, - დარწმუნებულია ჰეი. - ძმებს არ უნდათ, რომ სხვა სუპერმძიმეწონოსნებმა აიღონ დიდი ჰონორარები და იყვნენ პოპულარულები. ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენმა ბრძოლამ არ დაიმსახუროს საზოგადოების ინტერესი. არადა, მაყურებელს სურს ჩემი და ჩისორას ბრძოლის ხილვა და არა იმის, რასაც კლიჩკოები გვთავაზობენ".

დერეკ ჩისორა ეთანხმება დევიდ ჰეის აზრს. "რაღაცაში მაინც უნდა დავეთანხმო ჰეის. ის მართალია. K2 Promotions-ის პრობლემა იმაშია, რომ ის მუდმივად სვრის ჭუჭყში სხვებს და ფიქრობს, რომ კლიჩკოები - საუკეთესონი არიან კრივში.

უკრაინელები სპორტს დასცინიან, რადგან იმ მომენტისთვის, როცა ერთ-ერთი ძმის წინააღმდეგ საბრძოლველად გადიხარ, ის ბრძოლამდე გამოგიყვანს წყობიდან. ამიტომაც, იცით რა? მე მათ შორს გავუშვებ", - გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები მოკრივემ, რომელმაც ამ სიტყვებს უხამსი ჟესტი დაურთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა