ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (LFP) მადრიდის "ატლეტიკოს" ჩეხ მცველ ტომაშ უიფალუშის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ ჩეხმა კოჭში ჩაარტყა "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (LFP) მადრიდის "ატლეტიკოს" ჩეხ მცველ ტომაშ უიფალუშის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ ჩეხმა კოჭში ჩაარტყა "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. კომისიამ ვიდეოჩანაწერი და მსაჯის ბარათი განიხილა და დაადგინა, რომ უიფალუშიმ სახიფათოდ ითამაშა მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ მას განზრახ არ დაუზიანებია მესი, ამიტომ მაქსიმალურ სასჯელს (12 მატჩი) არაფრით იმსახურებდა. უიფალუშიმ ორიდან ერთი მატჩი ("ვალენსიასთან" დაპირისპირება) უკვე გამოტოვა.

ბარსელონა აფრიკაში მიდის

გუშინ "სამეფო თასის" პირველი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ოთხ წყვილში ერთმანეთს პრიმერა დივიზიონის გუნდები დაუპირისპირდებიან. თასის მფლობელი "სევილია" ტიტულის დაცვას სტუმრად "რეალ უნიონთან" მატჩით დაიწყებს. ჟოზე მოურინიოს "რეალი" "მურსიას" ესტუმრება, ხოლო "ბარსელონა" აფრიკაში მიდის, ხმელთაშუაზღვის ქალაქ სეუტაში, რომელიც ესპანეთის საკუთრებაა, ადგილობრივ გუნდს ეთამაშება. "სამეფო თასის" შარშანდელი ფინალისტი კანარის კუნძულებზე "ლას პალმასს" შეხვდება.

გაგაცნობთ დანარჩენ წყვილებს: ლოგრონიესი-ვალენსია, პოლი ეხიდო-ვილიარეალი, პორტუგალეტე-ხეტაფე, ვალიადოლიდი-ესპანიოლი, ბეტისი-სარაგოსა, ხერესი-ლევანტე, კორდობა-რასინგი, ალკორკონი-ბილბაო, ოსასუნა-დეპორტივო, რეალ სოსიედადი-ალმერია, ერკულესი-მალაგა, მალიორკა-სპორტინგი. პირველი მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება, საპასუხო - 10 ნოემბერს.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა