საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები ერთ კვირაზე მეტია, ევროპის პირველობისთვის ინტენსიურად ემზადებიან
ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 23 ივნისიდან 1 ივლისამდე 1996-97 წლებში დაბადებულ მოკრივეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები ერთ კვირაზე მეტია, ამ შეჯიბრებისთვის ინტენსიურად ემზადებიან დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე. ისინი საქართველოს სპორტულ ღირსებას 10 წონით კატეგორიაში დაიცავენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კუკური შავგულიძემ საევროპედ მოსამზადებლად საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს უხმო.

რჩეულები ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც გამოსცადა, რომლის შემდეგაც საბოლოოდ დაკომპლექტდა ნაკრები. 22 ივნისს ბულგარეთში გაემგზავრებიან: ბადრი წიფურია (ფოთი, 46 კგ), შოთა ვაშაძე (ჭიათურა, 48), ლაშა გურული (რუსთავი, 59), გიორგი ცისკარიშვილი (თბილისი, 52), არჩილ ტურავა (ფოთი, 57), თემურ ჩხეიძე (ქუთაისი, 60), ნუკრი ადამია (ფოთი, 63), ბელა დანელია (ფოთი, 66), რატი ტლაშაძე (გორი, 70), შოთა ხაბურძანია (ზუგდიდი, 75).

დუშეთში ახალგაზრდა მოკრივეთა დაოსტატებაში მთავარ მწვრთნელს ფოთელები - გიგლა ბახტაძე და გოჩა რუსია, გორელი ილია ტლაშაძე და ზუგდიდელი გაგა თოდუა ეხმარებიან.

ჭაბუკების მონდომებულ წვრთნას სტიმულს ისიც აძლევს, რომ ბაზაზე მათთან ერთად ვარჯიშობს ქართველ მოკრივეთა შორის 2012 წლის ოლიმპიადის ერთადერთი ლიცენზიანტი მერაბ თურქაძე, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ რინგზე გამოსასვლელად აქტიურად ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს