ევროპალიგის სამზადისში მყოფი საქართველოს თასის მფლობელი ავსტრიულ შეკრებაზე 27 ფეხბურთელით გაემგზავრა
14 ივნისს გორის "დილა" პირდაპირი რეისით თბილისიდან ვენაში 27 ფეხბურთელით გაემგზავრა, სადაც საკურორტო ქალაქ გრაცთან მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Bad Waltersdorf-ში დაბინავდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: მარინ სკენდერი, ბექა შეყრილაძე.

მცველები: კახა ალადაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ონიანი, გიორგი შაშიაშვილი, ლექსო ინწკირველი, ლაშა თოთაძე, დავით კვირკველია, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, დავით მეგრელიშვილი.

ნახევარმცველები: რომან ახალკაცი, ლაშა გვალია, გიგა ბეჭვაია, ზურაბ არზიანი, რომან გოგინაშვილი, შოთა კაშია, გიორგი ილურიძე, სანდრო გურული.

თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, გიორგი კახელიშვილი, ირაკლი მოდებაძე, მათე ვაწაძე, რევაზ ბარაბაძე.

გუნდი დატოვეს რევაზ ჯიქიამ, ნოდარ ნოზაძემ, ილია ლომიძემ, გიორგი ქარქუზაშვილმა.

გუნდს ვერ გაჰყვება გოჩა ხოჯავა, რომელიც საოპერაციოა და ცხადია, ევროპის ლიგაზეც ვერ ითამაშებს - 27 წლის პლეიმეიკერს გერმანიაში მენისკის ოპერაციას გაუკეთებენ.

გორელები ავსტრიაში სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. გორელთა პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, დაინტერესებულ გულშემატკივარს ყველა ამ მატჩის ტექსტური ტრანსლაციის ხილვის საშუალება ექნება. უახლოეს მომავალში კი "დილას" ვებგვერდზე მატჩების პირდაპირი ვიდეოსტრიმიც (ვიდეო გამოსახულების რეპორტაჟი) იგეგმება.

ავსტრიული შეკრება 28 ივნისამდე გაგრძელდება და ჩამოყალიბდება ის შემადგენლობა, რომელიც მომავალ სეზონში "დილას" ღირსებას დაიცავს საერთაშორისო ასპარეზზე, ეროვნულ პირველობასა და საქართველოს თასის გათამაშებაში.

ცნობილია, რომ "დილა" ევროპის ლიგის გათამაშებას, ნაცვლად პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისა, მეორე ეტაპიდან დაიწყებს, რადგან სხვადასხვა საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაკანსიები გაჩნდა.

ვწერდით, რომ სპორტული კუთხით ეს მისაღები გადაწყვეტილებაა და გუნდს ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად შედარებით ნაკლები გზის გავლა დასჭირდებოდა. იქნებ მოხდეს სასწაული და "დილა" გავიდეს?!

მაგრამ გათამაშების მეორე ეტაპიდან დაწყება არც ფინანსურად არის სასურველი და, რაც მთავარია, მწვრთნელებს ჩანაფიქრის შეცვლა დასჭირდათ.

"ჩვენ მხოლოდ ერთ უცხოურ შეკრებას ვგეგმავდით და ამის შემდეგ პირდაპირ ევროპალიგაზე უნდა გვეთამაშა.

უეფას გადაწყვეტილებამ მწვრთნელების გეგმებიც შეცვალა - ავსტრიიდან საქართველოში 28 ივნისს დავბრუნდებით და ფეხბურთელები 3 დღე დაისვენებენ.

ევროპის ლიგაზე პირველ მატჩს, ნაცვლად 5 ივლისისა, 19-ში ჩავატარებთ. მოულოდნელად გაჩენილი პაუზა ნაყოფიერად რომ გამოგვეყენებინა, სასწრაფოდ დაიგეგმა მეორე შეკრება. ეს საკითხი კლუბში ოპერატიულად მოგვარდა და 2-14 ივლისს სლოვენიაში მოვემზადებით", - ამბობს ჯორბენაძე.

დილა ავსტრიაში გაემგზავრა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" ევროპალიგას მეორე საკვალიფიკაციოდან შეუერთდება

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 Bad Waltersdorf

fffffffffff
რა უაზროდ ყავთ ფეხბურთელები 3 მარჯვენა ცენტრალური მცველი 3 მარცხენა განაპირა მცველი...ნახევარმცველი გჭირდებათ!!!
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად