კლუბი, უპირველესად, განაპირა ნახევარმცველების ძიებაშია და სავარაუდოდ, ახალ ფეხბურთელებს კიდევ გადაიბირებს
"ვიტ ჯორჯია" ახალი სეზონისთვის მზადებას 15 ივნისს დაიწყებს. ვეტერინართა პირველი გუნდი 33 ფეხბურთელის შემადგენლობით პირველ ეტაპზე მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" ივარჯიშებს და ამის პარალელურად სელექციის პროცესიც წარიმართება.

სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელებს ინტენსიურად დააკვირდება და გაარკვევს, ვინ არის მზად მთავარ გუნდში სათამაშოდ.

მცხეთაშივე მერაბ კოჭლაშვილის გუნდი რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.

დღის წესრიგშია უცხოური შეკრების მოწყობაც. "ვიტ ჯორჯია", სავარაუდოდ, ისევ თურქეთში გაემგზავრება.

როგორც წესი, "ვიტ ჯორჯია" საკუთარ აღზრდილებს ეყრდნობა, მაგრამ ფეხბურთელებს სხვა კლუბებიდანაც იწვევს. ვეტერინარებმა ორი მოთამაშე უკვე დაიმატეს - 22 წლის მცველი ბადრი ტეტუნაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ცხინვალის "სპარტაკში" გაატარა და 20 წლის ნახევარმცველი ირაკლი ღიბრაძე, რომელიც ბოლოს ტყიბულის "მეშახტეს" ღირსებას იცავდა.

სავარაუდოდ, "ვიტ ჯორჯია" ახალ ფეხბურთელებს კიდევ გადაიბირებს. კლუბი, უპირველესად, განაპირა ნახევარმცველების ძიებაშია.

"ვიტ ჯორჯია" ჯერ არავის დაუტოვებია, თუმცა კლუბმა გიორგი ჯანელიძისა და ლაშა კასრაძის თაობაზე წინადადებები უკვე მიიღო და შესაძლოა, ამ ორმა ფეხბურთელმა მალე კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს.

ვეტერინართა ორი ახალწვეული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა