იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარიო ბალოტელის გოლს ირლანდიასთან მატჩში წინასწარმეტყველებს
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ხორვატიის ეროვნულ გუნდთან ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მომავალ ტურში ესპანეთ-ხორვატიის მატჩში გარიგების შესაძლებლობაზე არცკი ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელთა ძლევა იტალიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლაში არ უშველით, თუკი ჯგუფის მეორე შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდება.

- ხვალიდან ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმას ტესტებით შევამოწმებთ და მისი შედეგების შესაბამისად გადავწყვეტთ, შევიტანოთ თუ არა ცვლილებები შემადგენლობაში. უფრო ზუსტად კი, უნდა გავიგოთ, მზადაა თუ არა თამაშისთვის ბარძალი და შესაბამისად, გადაინაცვლებს თუ არა ნახევარდაცვაში დე როსი.

რაც შეეხება ხორვატებთან მატჩს, ძალიან დამაღონა იმან, რომ ბოლო ნახევარი საათი გუნდი საკუთარ კარს მიეჯაჭვა და დაბალ დონეზე ითამაშა. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

- რატომ, "სკუადრა აძურა" ცუდ ფიზიკურ ფორმაშია?

- ვფიქრობ, უფრო პრობლემა არა ფეხებში, არამედ თავშია. ჯგუფის ბოლო თამაშში იტალიის ნაკრებმა თავი სრულად უნდა წარმოაჩინოს და აღარ უნდა დაუშვას შეცდომები.

გვჯერა, რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ წარიმართება. გუნდში ამაზე არავინ ნერვიულობს.

- არ შიშობთ, რომ ესპანეთი-ხორვატია ანგარიშით 2:2 დასრულდება?

- ამის არ მჯერა. ესპანეთი - დიადი გუნდია, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. ვერ ვხედავ ეჭვის მიზეზს.

- მსაჯობამ გაგაღიზიანათ?

- აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მიწურულს არბიტრმა შეცდომით დააფიქსირა თამაშგარე დი ნატალეზე. მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეთები ხდება.

- ტაქტიკის შეცვლას აპირებთ?

- არა. ტურნირის მსვლელობასთან ერთად გადაწყობა რთულია. არ ვფიქრობ, რომ 3-5-2 სქემით თამაში ნაკრებს დაგვიანებულად დავაწყებინე. გუნდი ამ სქემით თამაშობს და პროგრესირებს.

- იტალიამ ირლანდიას რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გაუტანოს - სამი ან ოთხი. რისი იმედი გაქვთ, როცა 2 თამაშში სულ ორჯერ გაიტანეთ?

- მთავარი მომენტების შექმნა და მეტოქის კართან კონცენტრაციის შენარჩუნებაა.

- სადამდე ენდობით ბალოტელის?

- მარიოს დიდი პოტენციალი აქვს. მისი კარიერა ადრეული ასაკიდანვე ფანტასტიკურად დაიწყო. ის ბრწყინვალედ გამოდის "მანჩესტერ სიტიში".

მე ვფიქრობ, რომ მასზე იტალიაში დიდი ზეწოლაა. ხორვატიასთან მატჩში ვთხოვე, უფრო ახლოს ეთამაშა მეტოქის კართან და დაეცვა საჭირო დისტანცია შეტევასა და ნახევარდაცვას შორი,. მაგრამ ბალოტელი მაინც ძალიან სიღრმიდან თამაშობდა. სწორედ ამიტომ შევცვალე.

- ნაკრებში ჩატარებული 10 მატჩიდან ბალოტელის ანგარიშზე ერთი გოლია. როდემდე უნდა ველოდოთ, რომ ის ბოლოს და ბოლოს გაიტანს?

- დაელოდეთ სამი დღე.

- აშკარა ბომბარდირი დი ნატალე პირველივე წუთებიდან რატომ არ ათამაშეთ ხორვატებთან? "უდინეზეში" ის მესამე წელია, ზედიზედ 20 გოლზე მეტს იტანს...

- უდინეში მთელი გუნდი დი ნატალეზე თამაშობს. იქ ცხრა მოთამაშე მიათრევს როიალს, რომელზეც ანტონიო უკრავს. ნაკრებში ყველაფერი სხვაგვარადაა. მივიჩნევ, რომ ის უფრო სასარგებლო მეორე ტაიმშია.

- მიეცემა თუ არა შანსი დიამანტის, რომელიც ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება? რომელ პოზიციაზე მოიაზრებთ მას?

- ვფიქრობ, მისი გამოყენება ფორვარდის პოზიციაზეა შესაძლებელი.

- როგორია თქვენი რეაქცია იმაზე, რომ ხორვატები ბალოტელის ბანანებს ესროდნენ?

- მსგავსი არაფერი დამინახავს.

merabi
იტალიას სულით და გულით ვუსურვებ ჯგუფში ჩარჩენას. რამდენჯერ უნდა გავიდნენ ასე მათხოვრულად შემდეგ ეტაპზე? თუნდაც 1982 წელს, ჩემპიონები რომ გახდნენ, მოუგებლად და 3 ფრით გაძვრნენ მეორე ეტაპზე (ბურთები 2;2. კამერუნს 1:1 ჰქონდა). ერთი-ორჯერ რომ ჩარჩებიან ჯგუფში, იქნებ ჭკუა ისწავლონ და თავიდანვე ითამაშონ ფეხბურთი
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა