ხორვატებთან მატჩის მეორე ტაიმში არჩეული სტრატეგია მწვრთნელს, ჟურნალისტებთან ერთად, ანდრეა პირლომაც დაუწუნა
იტალიის ნაკრებს რომ ხორვატიისთვის მოეგო, პრაქტიკულად გაინაღდებდა მეოთხედფინალურ საგზურს, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდა და მნიშვნელოვნად გაირთულა საქმე.

მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ "სკუადრა აძურა" მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული და თუ ესპანეთი-ხორვატია შედეგიან ფრეს ითამაშებენ, იტალია ყველა შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩება; შედეგიან ფრეში 2:2 და ზემოთ იგულისხმება...

ერთი სიტყვით, იტალიელებს ნამდვილი "დეჟავიუ" აქვთ, რადგან 2004 წელსაც ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ - მაშინ, შვედებმა და დანიელებმა გემრიელი 2:2 დასვეს და "სკუადრა აძურა" ტურნირიდან დაიფრინეს.

მართალია, ესპანელებისგან ფეარ პლეის პრინციპების უგულველყოფა ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ იტალიელები სხვებზე არიან დამოკიდებულნი, უკვე ძალიან უსიამოვნოა.

იტალიელებმა პირველ ტაიმში აშკარად აჯობეს ხორვატებს და გოლიც ისეთი მომწიფებული გაიტანეს, მეტი რომ აღარ შეიძლება... აი, მეორეში კი რატომღაც დათმეს ცენტრი, უკან დაიხიეს და ამისთვის, დაისაჯნენ კიდეც.

გასაგებია, რომ აპენინელებს მეორე ნომრად თამაში ტრადიციულად გამოსდით, მაგრამ როდესაც ჯაბნი მეტოქეს და შეგიძლია კიდევ უფრო გაზარდო ანგარიში, იქ უკან დახევა არაფრით შეიძლება და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

მოკლედ, იტალიელებმა აუტკივარი თავი აიტკივეს და ისღა დარჩდენიათ, რომ ესპანელებს ფეარ პლეის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდონ.

ხორვატებთან ნათამაშები ფრე იტალიაში მტკივნეულად მიიღეს და ჩეზარე პრანდელისაც გვარიანად შეუტიეს.. თითქმის ყველა სპორტულმა გამოცემამ "აძურას" თავკაცს სტრატეგია დაუწუნა - ლაპარაკია უკან დახევაზე, რასაც მოჰყვა კიდეც ხორვატთა გამათანაბრებელი გოლი.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჟურნალისტებს ანდრეა პირლოც დაეთანხმა და მართალია, პრანდელის გვარი არ უხსენებია, მაგრამ სწორედაც რომ მწვრთნელის კრიტიკა გამოუვიდა - მოვუსმინოთ ანდრეას:

"უმნიშვნელოვანესი ქულები დავკარგეთ, რაც ძალიან დასანანია, მაგრამ რას ვიზამთ, წინ უნდა გავიხედოთ და ირლანდიასთან მაქსიმალურად მოვემზადოთ.

ისე კი, ჩვენივე ბრალია, რომ ხორვატებს ვერ მოვუგეთ და მხოლოდ ქულას დავჯერდით.

პირველ ტაიმში აშკარად ვჯობდით მეტოქეს და მეორეშიც ანალოგიურად უნდა გაგვეგრძელებინა ასპარეზობა. სულ ტყუილად დავიხიეთ უკან და სულ ტყუილად მივეცით მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალება.

ასეთ დროს, ყოველთვის დიდია იმის შანსი, რომ დაცვაში შეცდომა დაუშვა და გოლი მიიღო".

დაახლოებით ანალოგიური შინაარსის კომენტარები გააკეთეს ანტონიო კასანომ, ტიაგო მოტამ და კრისტიან მაჯომ. აი, კლაუდიო მარკიზიომ კი ბედს შესჩივლა, მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და ფორტუნამ ზურგი გვაქციაო.

თავად პრანდელი "რაი სპორტს" ესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ერთი შეცდომა დავუშვით, რაც უმნიშვნელოვანესი ქულების დაკარვად დაგვიჯდა. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება.

მეოთხედფინალში გასვლის საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს და მჯერა, რომ უკრაინა-პოლონეთში კიდევ დიდ ხანს გავჩერდებით. ესპანეთის ნაკრები იმ დონის გუნდი ნამდვილად არ არის, რომ გარიგებულ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

დარწმუნებული ვარ, ვისენტე დელ ბოსკეს მიზანი ხორვატთა დამარცხება და სამი ქულის აღებაა. ამ მხრივ, სრულიად მშვიდად ვარ და მხოლოდ ირლანდიასთან დაპირისპირებაზე ვფიქრობ".

დეჟავიუ იტალიურად (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ჩეზარე პრანდელი: არ მგონია, რომ ესპანეთი და ხორვატია 2:2-ზე გარიგდებიან

იტალია-ხორვატია 1:1 - "აძურამ", როგორც ყოველთვის, საქმე გაირთულა [+VIDEO]

vladkvita
ყველა 2:2-ზე ან მეტად შედეგიან ფრეზე წერთ, ან საუბრობთ, შესაბამისად, იტალიიის ჯგუფში ჩარჩენაზე... ძალიან მაინტერესებს, რატომ არავინ უშვებს მოვლენათა შემდეგნაირ განვითარებას: ესპანეთი - ხორვატია 0:0 (ამ დროისთვის გამართული 16 მატჩიდან არცერთი დამთავრებულა ნულოვანი ფრით და ალბათობის თეორიით...), იტალია - ირლანდია 1:0. აბა, სტატისტიკოსებო და პროგნოზისტებო, გადის ასეთ შემთხვევაში იტალია 1-ლი ადგილით?! :) ჰოდა, მოვრჩეთ ამაზე! ;)
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა