"ბაიას" რეორგანიზაციის შემდეგ, სახელშეცვლილი ზუგდიდური კლუბი კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს
"ლელოში" ვწერდით, რომ ზუგდიდის "ბაიაში" რეორგანიზაცია იგეგმება, კლუბს სავარაუდოდ სახელი გადაერქმევა, "ზუგდიდი" ან "ოდიში" დაერქმევა და კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, "ბაია" კი საფეხბურთო აკადემიად დარჩება, თუმცა შესაძლოა, პირველ ლიგაშიც მოუწიოს თამაში.

"ბაია" ორი კლუბის ბაზაზე შეიქმნა - "ბაია" და "მგლები". ახალ ზუგდიდურ კლუბში, რომელსაც "ზუგდიდი" ან "ოდიში" დაერქმევა, ალბათ ის ფეხბურთელები ითამაშებენ, "მგლებთან" რომ ჰქონდათ კონტრაქტი.

ერთი სიტყვით, ცოტა არ იყოს, ჩახლართული ამბავია, მაგრამ რაც მთავარია, ზუგდიდს გუნდი ისევ ეყოლება უმაღლეს ლიგაში და მას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს -ასეთია წინასწარი მონახაზი.

და ვინ იქნება ახალი ზუგდიდური გუნდის თავკაცი? ამ თანამდებობაზე ჯერჯერობით ერთი, ალბათ ყველაზე კოლორიტული კანდიდატურა განიხილება - ოთარ გაბელია.

როცა გაბელია ზუგდიდში თამაშობდა, მაშინ გუნდს "დინამო" ერქვა. ეს ძველი, 70-იანი წლების ამბავია, ახლა არა გვგონია, რომ ზუგდიდში" გუნდს ისევ "დინამო" დაარქვან.

თქმა რად უნდა, გაბელია ფეხბურთში მრავლისმნახველი და გამოცდილი კაცია. წინადადება კი მიიღო ზუგდიდან, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, პასუხი ჯერ არ უთქვამს.

ზუგდიდში ჯერაც ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული მთელ რიგ საკითხებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, ფეხბურთელთა რა კონტინგენტი დარჩება იმ ზუგდიდურ გუნდში, უმაღლეს ლიგაში რომ უნდა ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქართული კლუბების გარდა, გაბელიას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიც გაუწვრთნია, საკმაოდ დიდი ხნით მუშაობდა ეროვნულ ნაკრებში მეკარეების მწვრთნელადაც.

გაბელიას ზუგდიდში ელიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

უმაღლეს ლიგაში "ბაიას" ნაცვლად "ზუგდიდი" ან "ოდიში" ითამაშებს

თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდის "ბაიას" დააფინანსებს?

ოთარ გაბელია: D ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ