კიშინიოვის "დაჩიამ", რომელშიც 4 ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს მორიგი წარმატება იზეიმა...

კიშინიოვის "დაჩიამ", რომელშიც 4 ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს მორიგი წარმატება იზეიმა. ლევან კორღალიძის, დავით გამეზარდაშვილის, მამუკა ლომიძისა და ვასილ ღუჭაშვილის გუნდმა, "მილსამი" სტუმრად 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კიშინიოველთა ქართული კვარტეტიდან გამეზარდაშვილი, კორღალიძე და ლომიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. დერბიში სამივე ჩვენებურმა გამორჩეულად ითამაშა. ლევან კორღალიძეს გოლის ავტორობა შეეძლო, მაგრამ მეტოქე ძელმა იხსნა. მცველი მამუკა ლომიძე დაცვითი ოპერაციების გარდა, შეტევაშიც ეხმარებოდა თანაგუნდელებს და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას გოლის თანაავტორადაც მოგვევლინა. ვიტალი ლედენევმა ორიდან პირველი გოლი სწორედ ლომიძის პასით გაიტანა. ამ მოგების შემდეგ ჩვენებურთა გუნდი "ისკრა-სტალთან" ერთად ცხრილის სათავეშია. მომდევნო მატჩი სწორედ "ისკრა-სტალთან" აქვს და ვნახოთ გახდება თუ არა "დაჩიას" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი.

მოლდოვურ პრესაში ლევან კორღალიძისა და მამუკა ლომიძის ინტერვიუები გამოქვეყნდა.

"დაჩიას" ქართველი ნახევარმცველი ლევან კორღალიძე არ მალავს, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

"მილსამისთან" დაძაბული და საინტერესო მატჩი გვქონდა. მეტოქე დავჯაბნეთ და დამსახურებულად მოვიგეთ... დიახ, მატჩის მიწურულს გოლის გატანაც შემეძლო. კარში ძლიერად კი დავარტყი, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ამჟამად გუნდში კარგი შემადგენლობა ვართ შეკრებილი. ვფიქრობ შეგვიძლია ჩემპიონატში მაღალი ადგილის მოპოვება და საამისოდ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ზოგი შესაძლოა თვლის, რომ ჯერ მზად არ ვართ ოქროს მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. მარჩიელობას სჯობს სეზონის ფინიშს დაველოდოთ. ჩემპიონატის ბოლოს გამოჩნდება ვის რა შეუძლია", - მნიშვნელოვანი მოგების შემდეგ განაცხადა "დაჩიას" ქართველმა ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ.

მამუკა ლომიძესა და დავით გამეზარდაშვილს "ყვითელი მგლების" (ასე ეძახიან მოლდოვაში "დაჩიას") დაცვის ლიდერებად მიიჩნევიან. აღსანიშნავია ის, რომ ლომიძე ტრავმირებული იყო და პაუზის შემდეგ პირველივე რთულ მატჩში მოუწია თამაში. ლომიძემ პრესასთან საუბარში განვლილ და მომდევნო მატჩებზე ისაუბრა.

"ტრავმის შემდეგ სრულად ჯერ კიდევ არ გამოვჯანმრთელებულვარ. მთავარია ტკივილი აღარ მაწუხებს, ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, გუნდს დავჭირდი და ამ პრინციპულ მატჩში ამიტომაც ვითამაშე. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ეს მოგება როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"ზიმბრუსთან" და "მილსამისთან" მატჩის შემდეგ, კიდევ ერთი რთული თამაში გველის, "ისკრა-სტალს" ვეთამაშებით. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია. კარგად ვიცით, რომ ქულების დაკარგვას მეტოქეც ვერ შეეგუება და ცხარე ბრძოლას ველით. იმედია თამაში სანახაობრივადაც კარგი იქნება, რომელიც ძალიან გვინდა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს".

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე