გათამაშების ფორმატი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს უეფა სხვადასხვა სიტუაციაში ჯგუფური ეტაპიდან გასული გუნდის გამოსავლენად
პოლონეთსა და უკრაინაში მიილია ჯგუფური ეტაპის ორი ტური, გადამწყვეტი ბრძოლების ჯერი დადგა და დროა, წარმოგიდგინოთ გათამაშების ფორმატი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს უეფა სხვადასხვა სიტუაციაში ჯგუფური ეტაპიდან გასული გუნდის გამოსავლენად.

თუკი ორი ან მეტი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე თანაბარ ქულებს მოაგროვებს, ადგილები გადანაწილდება შემდეგი კრიტერიუმებით:

1. მეტი ქულა სადავო გუნდებს შორის გამართულ მატჩებში.

2. გოლების უკეთესი სხვაობა სადავო გუნდებს შორის გამართულ მატჩებში.

3. მეტი გოლი სადავო გუნდებს შორის გამართულ მატჩებში.

4. თუკი 1-3 კრიტერიუმი ორ სადავო გუნდს აბსოლუტურად ერთნაირი აქვს, მაშინ მხოლოდ ამ ორ გუნდს შორის დაითვლება 1, 2 და 3 კრიტერიუმები. თუკი მაინც ვერ ვლინდება გამარჯვებული, მაშინ შემდეგი კრიტერიუმები მოქმედებს..

5. ბურთების საუკეთესო შეფარდება ჯგუფის ყველა მატჩში.

6. ბურთების მეტი რაოდენობა.

7. უეფას ეროვნულ ნაკრებთა კლასიფიკაცია.

8. ფეარ პლეის პრინციპი (მხოლოდ ფინალურ ეტაპზე)

9. კენჭისყრა.

თუკი ორი გუნდი, რომელსაც ერთნაირი ქულები, ბურთების სხვაობა და რაოდენობა აქვს, ერთმანეთს ჯგუფის ბოლო მატჩში ეთამაშება და თამაში ფრედ დასრულდება (აგრეთვე ამ ჯგუფში ამ ორი გუნდის გარდა სხვას არ უნდა ჰქონდეს ამდენივე ქულა), უკეთეს ადგილს დაიკავებს გუნდი, რომელიც პენალტების სერიაში გაიმარჯვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mate
კლასიფიკაციაში ერთნაირი ქულებით ხომ შეიძლება 12-13 ადგილებს იყოფდნენ? :))) ასე რომ, საჭიროა. სფფ ხო არაა, დებულება ბოლომდე არ დაეწერათ და იაღლიში დაეტოვებინათ...
zesi
ეგ კითხვა გამიჩნდა მეც, ან ეგენი უბერავენ(რაც ნაკლებ სავარაუდოა) ან რაღაც ნიტოდ წერია
Walkabout
8 და 9 კრიტერიუმები რა საჭიროა, 7-ს მიხედვით 2 გუნდი ხომ არ იქნება ერთიდაიმავე პოზიციაზე კლასიფიკაციაში?
მ ე
ბოლოში ვერ გავიგე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად