ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. III ტურის წინ
17 ივნისს ხარკოვში პორტუგალიის ნაკრები იმ იმედით გავა ჰოლანდიის წინააღმდეგ, რომ ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში მას ჰოლანდიის გუნდთან მხოლოდ ერთხელ წაუგია. არადა, ურთიერთშეხვედრები უკვე 20 წელზე მეტ ხანს ითვლის.

პაულუ ბენტუს შეგირდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი მე-2 ტურში გაიჩინეს, როცა დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხეს დანიის ნაკრები - 3:2 და პირველი სამი ქულა მოიპოვეს. ამ შეხვედრის გმირი სილვესტრე ვარელა გახდა, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ანდერსენის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჰოლანდიელები კი, მოულოდნელად, ჯგუფის ფსკერზე არიან ნული ქულით, წააგეს რა დანიასთან (0:1) და გერმანიასთან (1:2). თუკი სხვა ჯგუფში ეს უცილობელ გავარდნას ნიშნავს, აქ, "სიკვდილის ჯგუფად" წოდებულ ოთხეულში, ვან მარვიიკის ბიჭებს შანსი კიდევ შერჩათ, ბუნებრივია, ძალზე მწირი.

მათთვის ამოცანა მარტივი, მაგრამ ძნელად ასახდენია - აუცილებლად 2 ბურთის სხვაობით მაინც უნდა მოუგონ პორტუგალიელებს და ლვოვში დანიელებმა აჯობონ გერმანელებს.

პორტუგალიელთა შანსებზე საუბრისას კი ფორმატს ჩაკირკიტება მოგვიწევს: გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავლენ, თუკი დანიელები ორი და მეტი ბურთის სხვაობით მოუგებენ გერმანიას, ან მოუგებენ 3:2-ს, 4:3-ს და ასე შემდეგ.

პორტუგალია ფრითაც გავა მეოთხედფინალში, თუკი მეორე მატჩში დანია საერთოდ ვერ მოიგებს. იბერიელებს წაგების შემთხვევაშიც რჩებათ შანსი (ოღონდ, მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით უნდა წააგონ), ლვოვის თამაშში დანიამაც უნდა წააგოს.

ისევ ის ჰოლანდია და სულ სხვა პორტუგალია

ეს გუნდები სულ 10-ჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს და სამხრეთელთა უპირატესობა თვალსაჩინოა - 6 მოგება, 3 ფრე და მარცხი.

როცა პორტუგალია და ჰოლანდია თამაშობენ, უხვგოლიანობას ნაკლებად უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ასეთი მატჩი გვახსენდება - 2001 წელს მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრა 2:2 მორჩა. ფინალურ ტურნირებზე მორიგი დაპირისპირება მათთვის მესამეა - ევრო 2004-ზე და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიელებმა იმარჯვეს.

სწორედ ამ ბოლო შეხვედრას გავიხსენებთ, ნიურმბერგში 1/16 ფინალში პორტუგალიამ მანიშეს გოლის წყალობით გააგდო ჰოლანდია. ეს იყო საშინელი მატჩი 4 გაძევებითა და 16 გაფრთხილებით.

მაშინდელი შეხვედრის მონაწილეებიდან დღეს პორტუგალიის გუნდში მარტო კრიშტიანო რონალდო ირიცხება. მაშინ, როცა ჰოლანდიაში თამაშობენ: მატეისენი, ვან დერ ვაარტი, ბულარუზი, სნეიდერი, ვან ბომელი, ჰეიტინგა, რობენი, კუიტი და ვან პერსი. თითქმის მთელი გუნდი.

რონალდო ფრთხილად უნდა იყოს

რადგან ეს თამაში კვირასაა, დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ, რა ხდება გუნდების ბანაკებში, ვინ ტრავმირებულია, ვის დაყენებას აღარ აპირებენ მწვრთნელები. ერთი რამ კი ცხადია, პორტუგალიას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ლიდერისა და კაპიტნის, კრიშტიანო რონალდოს კარგი თამაში.

არადა, წინა შეხვედრაში "რეალის" ვარსკვლავმა ყვითელი ბარათი მიიღო და ფრთხილად უნდა იყოს.

ფაქტები

* არიენ რობენმა და ვესლი სნეიდერმა ეროვნულ გუნდში პირველად სწორედ პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშეს - 2003 წელს ამხანაგურ მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა.

* 2009/10 წლების სეზონში რაფაელ ვან დერ ვაარტი პეპეს და კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი იყო მადრიდის "რეალში". ერთი სეზონით ადრე იმავე "რეალში" პეპესთან და ვან დერ ვაარტთან ერთად, სნეიდერი, რობენი და ჰუნტელაარიც თამაშობდნენ.

* ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი სტეინ სხაარსი პორტუგალიურ ლიგაში, "სპორტინგში" თამაშობს. რუი პატრისიო და ჟოაო პერეირა მისი თანაგუნდელები იყვნენ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. III ტური

17 ივნისი. ხარკოვი. მეტალისტი. 22:45

პორტუგალია-ჰოლანდია

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: არავინ

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია: რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, ბრუნო ალვეში, პეპე, ფ. კოენტრაო - ველოზო, მეირელეში - ნანი, მოუტინიო, რონალდო - პოშტიგა.

ჰოლანდია: სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, მატეისენი, ჰეიტინგა, ვილემსი - დე იონგი, ვან დერ ვაარტი - კუიტი, სნეიდერი, რობენი - ვან პერსი.

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ბოლო ხუთი მატჩი

პორტუგალია

პოლონეთი-პორტუგალია 0:0

პორტუგალია-მაკედონია 0:0

პორტუგალია-თურქეთი 1:3

ევრო 2012

გერმანია-პორტუგალია 1:0

დანია-პორტუგალია 2:3

ჰოლანდია

ჰოლანდია-ბულგარეთი 1:2

ჰოლანდია-სლოვაკეთი 2:0

ჰოლანდია-ჩრდ. ირლანდია 6:0

ევრო 2012

ჰოლანდია-დანია 0:1

ჰოლანდია-გერმანია 1:2

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 2 2 0 0 3-1 6

2. პორტუგალია 2 1 0 1 3-3 3

3. დანია 2 1 0 1 3-3 3

4. ჰოლანდია 2 0 0 2 1-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ვესლი სნეიდერი: პორტუგალიის ნაკრები მხოლოდ კრიშტიანო რონალდო არ არის

არიენ რობენი: მეოთხედფინალში გასვლის შანსი კიდევ გვაქვს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ

ელდერ პოშტიგა: მეოთხედფინალის საგზური ხელთ გვაქვს

არიენ რობენი კრიშტიანო რონალდოსა და ნანის უფრთხის

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა