ხმა გავარდა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" თბილისის "დინამოში" დარეკეს და 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელის ფასი იკითხეს, "დინამოს" კი უთქვამს, ეს ბიჭი მილიონი ღირსო
ევროტურნირებისთვის გამზადებულ ქართულ კლუბებს უქმეები დაუმთავრდათ და ზოგი მათგანი უკვე უცხოეთშია შეკრებაზე.

ეს ის პერიოდია, თან ევროპისთვის რომ ემზადები და თან მომავალ სეზონზე რომ ფიქრობ. კლუბებიც ძიებაში არიან, რამდენიმე ტრანსფერი გაჩარხეს და ახალი ფეხბურთელების დამატებას ისევ ეშურებიან.

ჯერჯერობით დიდ ფულს არც ერთი ქართული კლუბი არ ხარჯავს, აგრესიულ სატრანსფერო პოლიტიკას ყველა ერიდება. ტრანსფერი ძალიან სათუთი საკითხია, რადგან მეტწილ ფეხბურთელებს უცბად სურთ ფულის შოვნა და მაგარი ჯიპის ყიდვა, კლუბს კი უნდა, რომ ასჯერ გაზომოს და ერთხელ გასჭრას.

ვინც ასჯერ არ გაზომა და ისე მოიქნია ფულები, კარგი დღე არ დაადგა, სულაც ევროტურნირების მიღმა დარჩა.

ქართული სატრანსფერო ბაზარი პატარაა, შესაბამისად არჩევანიც დიდი არ არის. აგერ დავით სირაძის გადმობირებაზე ფიქრობს ერთი-ორი ქართული კლუბი, რაც უკვე კარგია - სირაძეს ბევრი შეუძლია, შორიდან დარტყმა, თავით ლამაზი გოლის გატანა, საგოლე პასიცა და საერთოდ, სწორი თამაში.

თემურ ქეცბაია მას ნაკრებში აღარ იწვევს, მაგრამ ეს ფეხბურთელ სირაძის კვალიფიკაციასთან კავშირში არ უნდა იყოს. ქეცბაიას თუ შოთა არველაძის დარი ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება, ასეთი არც სირაძეა, არც ლადო დვალიშვილი და დღესდღეობით ალბათ არც არვინ. სირაძე ისეთია, გაჭირვების დროს რომ გამოგადგება, არაერთი საჭირო გოლი გაუტანია ეროვნულ ნაკრებში.

მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი კარგია, ოღონდაც ზოგი მწვრთნელი გემოვნება-კონცეფციაში არ ჯდება.

ისე, სირაძე ქეცბაიას გაწვრთნილ ნაკრებსაც გამოადგა წინა შესარჩევში გადამწყვეტი გოლით მალტასთან და თუგინდ საგოლე პასით სტუმრად ხორვატიასთან.

სატრანსფეროდ ქართულ ბაზარს აკვირდებიან ჩვენი ცუდი მეზობელი ქვეყნის მდიდარი კლუბებიც. არ ვიცი, სინამდვილესთან რამდენად ახლოსაა, მაგრამ ხმა კი გავარდა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" თბილისის "დინამოში" დარეკეს და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელის ფასი იკითხეს, "დინამოს" ბევრი არ უფიქრია და უთქვამს, ეს ბიჭი ერთი მილიონი ღირსო.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში უკრაინა, ესპანეთი და ინგლისი დაჯაბნა, ფინალურ ეტაპზეც რიგიანად ითამაშა და ის ჭაბუკი, ვისაც მანამდე არავინ იცნობდა, უკვე მილიონად შეაფასეს.

ყოველივე ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამავე დროს კარგი გაკვეთილია ნებისმიერი კლუბისთვის. ნიჭიერ ფეხბურთელზე დიდი კაპიტალი კლუბისთვის არ არსებობს, ნიჭიერს ხალხის სტადიონზე მოყვანა შეუძლია, კლუბის იმიჯს მაღლა სწევს და ფულიც მოაქვს, თუ ნიჭიერმა უკვე რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში წარმატებით ითამაშა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელებში ვუნდერკინდი არავინ იყო, მაგრამ გუნდის წარმატებამ ქართულ კლუბს რუსებისთვის ათქმევინა, ჩემი ფეხბურთელი მილიონი ღირსო.

ევროპის ამ ჩემპიონატს რომ ვუყურებ, გული რატომღაც იმაზე მწყდება, რომ დავიდ ალაბას ნაკრები აქ არ თამაშობს. დედით ფილიპინელი და მამით ნიგერიელი ალაბა 15 წლის იყო, მიუნხენის "ბაიერნმა" ავსტრიიდან რომ წაიყვანა. ასეთი შემთხვევა ცოტა არ არის, დიდ გუნდებს სელექციის დიდი ქსელიც აქვთ, "ზენიტიც" დიდ გუნდობას უმიზმენს და აგერ ქართველი ჭაბუკის სატრანსფერო ფასიც უკითხავს.

გიორგი ჭანტურიას სულაც მილანის "ინტერიც" უყურებსო მუშტრის თვალით, ოღონდაც ჭანტურია უკვე ჰოლანდიის ერედივიზიონის ფეხბურთელია.

სატრანსფერო პერიპეტიები ისეთია, რომ ამ ყველაფერზე ცნობებს ინტერნეტში ვერ მოიძიებ. ცოტა ხნის წინ ერთი ავსტრიელი მენეჯერი გავიცანი და იმან მომიყვა შინჯი კაგავას ამბავი. კაგავა იაპონურ ბორჩალოში რომ თამაშობდა, ინტერნეტში აუტვირთავს თავისი ჰაილაითები, ეს ვიდეო კი ერთ-ერთ გერმანელ აგენტს უნახავს და კაგავასთან მყის კონტრაქტი გაუფორმებია.

მერე კი ყველაფერი წყალივით წავიდა, "დორტმუნდმა" იაფად ჩაიგდო ხელში ყველასათვის უცნობი კაგავა, ახლა კი ალბათ ძალიან ძვირადაც მიჰყიდის "მანჩესტერ იუნაიტედს".

და ვინ არის ის ქართველი, "ზენიტი" რომ დაინტერესდა?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato79
არადა ჯიკიაც მაგრად ტამასჰობსს
odala
ჰოოოოოოოო, ჩაგვაგდეეეე, ჩაგვაგდეეეე, იიინტრიგაში ჩაგვაგდეეე, ყველაფერი გვითხარი და ის მაინც არ გვითხრა ვისი გულისთვის დარეკეს. ჰოოოოოოოოო, ჰოოოოოოოო, გვითხარი ინფორმაციას არა ვფლოოოოოობოოო და მოოოგვატყუეე...
zangura
100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ კაკაბაძეზე დარეკეს :)
fanatikosi
აბურჯანიაზე დარეკეეს და დვალიზე მე როგორც ვიციი და აბურჯანიამ უარი თქვა ევროპში მიდის 18 ის რო გახდება ბაზელში და დვალი სავარაუდოდ წავაა . პაპუნაშვილსაც არ უშვებს დინამო. აბურჯანია , დვალი და პაპუნაშვილი უნდოდააათ
mimino
ვეთანხმები სტატიის ავტორს სირაძის შეფასებაში.
c1klop
ვა რა მაგარია ანუ 1 მილიონი ვღირვარ (პართი)
BACHO
პაპუნაშვილია ეგ ფეხბურთელი
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?