ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტურის წინ
იტალიის ნაკრებისთვის ირლანდია საკმაოდ უხერხული მეტოქეა და ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, ბოლო შეხვედრები გავიხსენოთ.

მაგალითად, 2011 წელს ეს გუნდები ამხანაგურად შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვება სწორედ კელტებს დარჩათ - 2:0.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალია და ირლანდია ერთად მოხვდნენ - ორივე თამაში ფრედ დასრულდა, დუბლინში 2:2, აპენინებზე კი 1:1.

შეგვიძლია 1994 წლის მუნდიალი გავიხსენოთ, სადაც ეს გუნდები ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვება მაშინაც კელტებს დარჩათ.

მოკლედ, "სკუადრა აძურასთვის" ირლანდია მეტად უხერხული მეტოქეა, თუმცა მოახლოებულ პაექრობაში იტალია, ალბათ, ისეთი ფავორიტია, როგორც არასდროს აქამდე.

სატურნირო ცხრილი

სატურნირო ცხრილში მეტად ჩახლართული მდგომარეობაა და ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ფიფას სანაკრებო რეიტინგმა გადაწყვიტოს.

შევეცდებით, მოკლედ ავხსნათ ყველაფერი... თუ იტალიამ ირლანდიას ვერ მოუგო, მაშინ მომდევნო ეტაპზე ესპანეთი და ხორვატია გადიან.

თუმცა, უმჯობესია, ქვემოთ ის ვარიანტები ვთქვათ, თუ რა შემთხვევაში გადის იტალია პლეი ოფში და ყველაფერი ნათელი გახდება...

იტალია გავა იმ შემთხვევაში, თუ ირლანდიას მოუგებს ნებისმიერი ანგარიშით, ესპანეთი-ხორვატია კი ერთმანეთში ან ნულოვან ფრეს ითამაშებენ, ან რომელიმე მოიგებს;

იტალია გავა იმ შემთხვევაშიც, თუ ესპანეთისა და ხორვატიის პაექრობა 1:1 დასრულდება, თვითონ "აძურა" კი ირლანდიას ან 3 ბურთის სხვაობით მოუგებს, ან ორი ბურთის სხვაობით, ოღონდ 3:1 და ზემოთ.

თუ ხორვატებმა და ესპანელებმა შედეგიანი ფრე ითამაშეს, მაგალითად, 2:2 და ზემოთ, ჩეზარე პრანდელის გუნდი ყველა შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩება.

თუმცა აპენინებზე სჯერათ, რომ ესპანელები წინასწარ არაფერს დაგეგმავენ და ფეარ პლეის პრინციპებს ბოლომდე დაიცავენ.

მატჩის წინ

მატჩის დამატებითი ინტრიგა ის გახლავთ, რომ ჯოვანი ტრაპატონის თანამემამულეების წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება. თანაც, მაშინ, როდესაც მისი გუნდი უმოტივაციოდაა, იტალიას კი ქულები ჰაერივით სჭირდება.

თქმა არ უნდა, ტრაპი შეგირდებს საბრძოლველად გაიყვანს მინდორზე, მაგრამ რა იტრიალებს მის გულში, ერთი ღმერთმა უწყის.

ირლანდიის შესახებ პრესაში ბევრი არაფერი იწერება და ძალიან რთულია იმის განჭვრეტა, თუ რა შემადგენლობა შეიძლება დააყენოს ტრაპატონიმ. არის ვერსია, რომ ირლანდიის სასტარტო თერთმეტეული მთლიანად შეიცვლება, მაგრამ უმეტესობა მაინც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: კელტებს კარის გაჯახუნება სურთ და იტალიას ოპტიმალურ შემადგენლობას დაუპირისპირებენ.

რაც შეეხება "სკუადრა აძურას", სავარაუდოდ, ნაცადი 3-5-2 ტაქტიკით გაირჯება და შეტევის წინა ხაზზე ისევ ანტონიო კასანო-მარიო ბალოტელის ტანდემს ვიხილავთ. ნახევარდაცვაში აიწევს დანიელე დე როსი, რომლის მხარდამხარ ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, კრისტიან მაჯო და ემანუელე ჯაკერინი ითამაშებენ. ანუ, თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, დე როსის შუა ხაზში აწევა ტიაგო მოტას სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდებას გამოიწვევს.

რაც შეეხება დაცვის ცენტრს, იქ ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინისთან ერთად, ტრავმამოშუშებული ანდრეა ბარცალი გაირჯება.

იტალიის ნაკრები უდავო ფავორიტია, შეუტევს და შეეცდება, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოიგოს - წესით, ძალიან საინტერესო მატჩის მომსწრენი უნდა გავხდეთ და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

კომენტარები

ჩეზარე პრანდელი (იტალია):

"დარწმუნებული ვარ, რომ ესპანელები ფეარ პლეის პრინციპებს ბოლომდე დაიცავენ და ჩვენ ჩვენს საქმეზე უნდა ვიფიქროთ.

ირლანდიასთან მძიმე მატჩი გველის, რადგან ჯოვანი ტრაპატონის მებრძოლი გუნდი ჰყავს. თუმცა გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. აუცილებლად უნდა შევუტიოთ, პირველივე წუთებიდან".

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია):

"ხორვატებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ერთი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. ამასთან, მომენტების რეალიზაციაში მოვიკოჭლეთ და ამ მხრივაც უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა.

პირველ ტაიმში ორი-სამი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა, მაგრამ თითქოს ფორტუნამაც ზურგი გვაქცია.

თუ ირლანდიელებთან ბოლო ფაზაში მეტ სიზუსტეს გამოვიჩენთ, სასურველი შედეგის მიღწევა არ გაგვიჭირდება".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური

18.06. პოზნანი. მუნიციპალური სტადიონი. 22.45

იტალია-ირლანდია

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ბალოტელი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - პირლო, დე როსი, მარკიზიო, მაჯო, ჯაკერინი - კასანო, დი ნატალე.

ირლანდია (4-4-2): გივენი - დანი, ოში, უარდი, სტ. ლედჯერი - მაკგიდი, დაფი, უეელანი, ენდრიუზი - კოქსი, კინი.

მსაჯი: კუნიეთ ჩაკირი (თურქეთი)

ბოლო 5 მატჩი

იტალია

იტალია-ურუგვაი 0:1

იტალია-აშშ 0:1

იტალია-რუსეთი 0:3

ევრო 2012

ესპანეთი-იტალია 1:1

იტალია-ხორვატია 1:1

ირლანდია

ირლანდია-ჩეხეთი 1:1

ირლანდია-ბოსნია 1:0

უნგრეთი-ირლანდია 0:0

ევრო 2012

ირლანდია-ხორვატია 1:3

ესპანეთი-ირლანდია 4:0

იტალია VS ტრაპატონი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხორვატია VS ესპანეთი - 2:2-ით და მეტით მეოთხედფინალი გარანტირებულია

კლაუდიო მარკიზიო: უნდა მოვიფიქროთ ირლანდიის ნაკრები როგორ დავამარცხოთ

მარჩელო ლიპი შეთქმულებაზე ალაპარაკდა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს