შენონ ბრიგსმა კი დაბრუნება და კლიჩკოსთვის ტიტულის ჩამორთმევა გადაწყვიტა
საკრივო პრესა იტყობინება, რომ წელს შეიძლება გაიმართოს ძველი ნაცნობების - ფილიპინელი მენი პაკიაოსა (54-4-2, 38KO) და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესის (52-5-1, 38KO) მეოთხე ბრძოლა.

ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა ფილიპინელმა მოკრივემ. როცა მას ჰკითხეს: "ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბრედლისთან რევანში აღარ შედგება?" პაკიაომ შემდეგი უპასუხა: "ყველა ამბობს, რომ მე დავამარცხე ბრედლი, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯებს სხვა აზრი ჰქონდათ. მაშინ რა საჭიროა რევანში ტიმოტისთან? ეს არაფერში მჭირდება..."

დიდ სპორტში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 40 წლის ამერიკელმა შენონ ბრიქსმა. დაბრუნების შემდეგ მისი პირველი ბრძოლა მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

ბრიგსის კარიერაში ბოლო ბრძოლა იყო WBC-ის ჩემპიონთან, ვიტალი კლიჩკოსთან, რომლის შემდეგაც შენონი საავადმყოფოში აღმოჩნდა. თუმცა ამერიკელი დარწმუნებულია, რომ დაამარცხებდა უკრაინელს, პირველ რაუნდში ბიცეპსის კუნთი რომ არ გაეწყვიტა.

"ამ მძიმე ტრავმით 11 რაუნდი გავძელი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი სუპერმძიმეწონოსნის წინააღმდეგ. თავში 270 დარტყმა მივიღე, მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო ჩემი ნოკდაუნში გაშვება, - განაცხადა ბრიგსმა. - მაშინ ვიტალის გაუმართლა.

ის მრავალი წლის განმავლობაში გაურბოდა ჩემთან ბრძოლას და მოხარული იყო, რომ ჩემმა ტრავმამ შეუწყო ხელი. მაგრამ ახლა ვბრუნდები. ვაპირებ მას ტიტული ჩამოვართვა და მესამედ გავხდე ჩემპიონი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"