ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდი ეტაპის შემდეგ "მაკლარენის" პილოტი გენერალურ კლასიფიკაციაში მერვე ადგილს იკავებს
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდი ეტაპის შემდეგ "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი მერვე ადგილს იკავებს გენერალურ კლასიფიკაციაში.

ბრიტანელი თავის თანაგუნდელსა და თანამემამულეს, პირველ ადგილზე მყოფ ლუის ჰემილტონს 43 ქულით ჩამორჩება. ბოლო ორ რბოლაში მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა ვერცერთი ქულა ვერ დააგროვა, მაგრამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმას არ აპირებს.

"ჩემპიონატი ჩემთვის დამთავრებულია? არ ვიცი. ვფიქრობ, შევძლებ რამდენიმე კარგი რბოლის ჩატარებას, მაგრამ ამისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარებაა საჭირო.

არ მგონია, რომ ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ სამი პილოტი შემორჩა. პირად ჩათვლაში ჩემზე წინ შვიდი პილოტია და ისინი შესანიშნავად გამოდიან. ასე რომ, სიტუაცია დაძაბულია. მე დანებებას არ ვაპირებ, თუმცა არ ვფიქრობ საკუთარ მდგომარეობაზე საერთო ჩათვლაში.

როცა ისეთ რბოლას ატარებ, როგორიც კანადაში მქონდა, ყველაზე ნაკლებად ფიქრობ ტიტულისთვის ბრძოლაზე. ასეთ დროს მხოლოდ იმაზე ზრუნავ, რომ როგორმე მიმდინარე სირთულეები მოაგვარო და ფორმა დაიბრუნო. მხოლოდ ასე თუ მიიღებ გამარჯვების შანსს", - ამბობს ბატონი.

"ფერარის" პრეზიდენტს ლუკა დე მონტეძემოლოს "ევროპის წლის მენეჯერის" ტიტული მიენიჭა. ეს პრიზი ევროპის ბიზნეს-პრესის ფედერაციის მიერ არის დაწესებული.

ეს პრემია 1991 წელს დაარსდა და მისი ყოველწლიური მფლობელი ფედერაციაში შემავალი გამოცემების რედაქტორებს შორის გამოკითხვის შედეგად ვლინდება. ფედერაციის წევრია 27 ქვეყნის 48 წამყვანი გაზეთი და ჟურნალი.

2012 წელს დი მონტეძემოლომ ეს ტიტული დაისაკუთრა იმ სამუშაოს გამო, რომელიც მან "ფერარის" პრეზიდენტის პოსტზე 20 წლის განმავლობაში ჩაატარა. ასევე დააფასეს მისი სამეწარმეო მოღვაწეობა NTV-ის პრეზიდენტის პოსტზე - ეს არის იტალიაში მატარებლების პირველი კერძო ოპერატორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...