საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 17 ივნისს გამოაცხადა ოფიციალური გამოძიების დაწყების შესახებ
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 17 ივნისს გამოაცხადა ოფიციალური გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბილეთების არალეგალურ გაყიდვას შეეხება.

ასე გამოეხმაურა კომიტეტი გაზეთ "სანდი თაიმსის" ჟურნალისტურ გამოძიებას. მათ ახლო აღმოსავლეთიდან ბილეთების გადამყიდველებად გაასაღეს თავი და კონტაქტზე გავიდნენ სოკ-ის წევრებზე.

როგორც "სანდი თაიმსის" პუბლიკაციიდან ჩანს, ჟურნალისტები მოელაპარაკნენ ბილეთების შეძენაზე 54 ქვეყნის სპორტულ ჩინოვნიკებს. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ფუნქციონერების მიერ დასახელებული ფასი ბილეთებზე ნომინალურ ღირებულებას ათჯერ აღემატებოდა.

ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ შეტყობინებაში წერია, რომ ორგანიზაცია მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს "ძალიან სერიოზულად" ეკიდება და "სანდი თაიმსის" ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილი ეროვნული კომიტეტების მიმართ მკაცრი სანქციები გატარდება.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების გავლით თამაშების ორგანიზატორები მილიონობით ბილეთს ასაღებენ. ამასთან, რეალიზაცია მკაცრი წესებით ხდება, კერძოდ, ბილეთები ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც არის განკუთვნილი და მისი ფასი ნომინალურ ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს.

2012 წლის მაისში ანალოგიური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ვლადიმერ გერაშჩენკო. ჩინოვნიკი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტებმა ასზე მეტი ბილეთის რამდენიმე ათას ფუნტად გასაღებაში ამხილეს, იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"