ბრენდო როიც არ გამორიცხავს კარიერის გაგრძელებას
ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა, რომელსაც "ჩიკაგოსა" და "ლეიკერსის" დამრიგებლის რანგში 11 საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოპოვებული, შესაძლოა, NBA-ში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს.

ამერიკულ პრესაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ "დიდმა ფილმა" "ნიუ იორკისა" და "ორლანდოსგან" მიიღო შეთავაზებები, თუმცა თავად მწვრთნელი აცხადებს, რომ ეს ორი წინადადება მას არ აინტერესებს.

"შესაძლოა, რომელიღაც საინტერესო წინადადებამ მაიძულოს ძველ სამუშაოზე დაბრუნება, მაგრამ "ნიუ იორკი" და "ორლანდო" - ის ვარიანტი არ არის, რომლის გამოც აქტიურ კარიერას მივუბრუნდები, - ამბობს Yahoo!Sports-თან ინტერვიუში ჯექსონი. - "ნიქსიდან" ჩემთვის არავის მოუმართავს და ისედაც, ამ გუნდში მუშაობას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი. იქ კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ მათი სათამაშო მანერა არ მიესადაგება ერთმანეთს.

სტაუდმაიერისთვის გარკვეული სისტემაა საჭირო. ენტონიმ უნდა გააუმჯობესოს პასის კულტურა, შეტევა არ უნდა გაჩერდეს ყოველ ჯერზე, როცა ის ბურთს იღებს. "ნიუ იორკს" სჭირდება მოთამაშე, რომელიც ცალკეული მოთამაშეებისგან ერთ მთლიან გუნდს შექმნის. რაც შეეხება "ორლანდოს", ის შორს არის თავისი იდეალური მდგომარეობიდან".

შეგახსენებთ, რომ ჯექსონმა შარშანწინდელი სეზონის შემდეგ დატოვა "ლეიკერსი" ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

კიდევ უფრო დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "პორტლენდის" ყოფილი ლიდერი ბრენდონ როი დიდ კალათბურთს დაუბრუნდება.

როგორც იცით, ამ კალათბურთელმა მუხლების ქრონიკული ტრავმის გამო 2011-12 წლების სეზონის წინ გადაწყვიტა თამაშისთვის თავის დანებება. ხუთი სეზონის განმავლობაში როი საშუალოდ მატჩში 19.0 ქულას, 473 მოხსნასა და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

"დიახ, ვემზადები დაბრუნებისთვის და ყოველდღე ვვარჯიშობ. მინდა შემდეგ სეზონში ვითამაშო. ძალიან ვაფასებ გულშემატკივრების სიყვარულსა და მხარდაჭერას. ეს ძალიან მეხმარება", - დაწერა კალათბურთელმა თავის "ტვიტერზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"