ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ ხორვატ გულშემატკივრებს გახარებას დაპირდა
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ესპანეთის ნაკრებთან ევრო 2012-ის მატჩის წინ, რომელიც 18 ივნისს გდანსკში გაიმართება, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ხორვატ გულშემატკივრებს გახარებას დაპირდა.

"ჯერ კიდევ ევრო 2012-ის დაწყებამდე გვქონდა იმედი, რომ ორი მატჩის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაგვრჩებოდა და ამისთვის ვიბრძოლებდით. სამწუხაროდ, ჯერ ყველა ამოცანის გადაჭრა ვერ მოვახერხეთ. თუმცა ჯერჯერობით სატურნირო მდგომარეობა ხელს გვაძლევს. მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალში გასვლას მოვახერხებთ.

ვიცით, რომ ძალიან მომთხოვნი გულშემატკივრები გვყავს. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის სიმცირისა, ფეხბურთში საკმაოდ წარმატებული და ნიჭიერი ერი ვართ. უკვე მივეჩვიეთ, რომ ფანები ჩვენგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან, თუნდაც ესპანეთს ან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ნაკრებს ვხვდებოდეთ. ეს მოტივაციას გვმატებს. გუნდში ფანტასტიკური ატმოსფეროა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ესპანელებთან მატჩში, მათი სიძლიერის მიუხედავად, გულშემატკივრებს სიურპრიზს შევთავაზებთ.

ადრე იმ დაპირისპირებებში, რომელშიც ჩვენი გუნდი ფავორიტი არ იყო, მაგალითად, ესპანეთთან, იტალიასთან, გერმანიასა და ინგლისსთან, ყოველთვის ჩვენს შესაძლებლობებზე მეტს ვიღებდით. ასეთი მატჩების სათამაშოდ მზად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ძლიერ მეტოქეებთან გამკლავება შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ის დონე, რომლის წყალობითაც ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ყოფნა შეგვიძლია. შემთხვევითი არაა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ხორვატიის ნაკრები ეროვნული ნაკრებების რეიტინგის საუკეთესო ათეულში იმყოფება", - განაცხადა მოდრიჩმა.

ასევე იხილეთ:

ხორვატია VS ესპანეთი - 2:2-ით და მეტით მეოთხედფინალი გარანტირებულია

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე