კლუბი ანდრე ვილაშ ბოაშის მიწვევას აპირებს, მაგრამ ფეხბურთელები ამის წინააღმდეგნი არიან
ყველგან ასეა: როცა წარმატებული და ამბიციური გუნდი მთავარ მწვრთნელს პოსტიდან ათავისუფლებს, მასმედიას საწერი და სალაპარაკო ბევრი ეძლევა.

ასეა "ტოტენჰემის" შემთხვევაშიც. უკვე ითქვა, რომ კლუბი ანდრე ვილაშ ბოაშის მიწვევას აპირებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხბურთელები ამის წინააღმდეგნი არიან.

მათ არ სურთ ახალგაზრდა პორტუგალიელის ხელმძღვანელობით თამაში. "სანის" მტკიცებით, ტოტენჰემელები "ჩელსის" ფეხბურთელებს დაუკავშირდნენ და მათგან ვილაშ ბოაშის მკვეთრად უარყოფითი დახასიათება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელებს 34 წლის დამრიგებელთან, ძირითადად, ის პრეტენზია ჰქონდათ, რომ ავტორიტეტულ ფეხბურთელებს პატივს არ სცემდა და ამასთან, თეორიულ მეცადინეობებზე ყველაფერს იმდენად დაწვრილებით ხსნიდა, რომ ეშლი კოულის თქმით, ხანდახან თავი გონებაშეზღუდული ბავშვი მეგონაო.

რაკი მეგობრებისგან ცუდი რეკომენდაცია მიიღეს, ფეხბურთელები კლუბის აღმასრულებელ დირექტორ დენიელ ლევის შეხვდნენ და მათი პოზიციის გათვალისწინება სთხოვეს.

ლევის არცთუ ისე დიდი არჩევანი აქვს: 1. დარჩეს თავისი გეგმის ერთგული და ფეხბურთელებთან ისედაც გამწვავებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს; 2. სხვა კანდიდატურები განიხილოს, მაგალითად, ლორან ბლანი, დევიდ მოიესი, რობერტო მარტინესი და რალფ რანგნიკი.

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ვარსკვლავი ფრენკ ლემპარდი "ტოტენჰემის" ყოფილი დამრიგებლის, ჰარი რედნაპის დიშვილია.

აი, რა თქვა ფეხბურთელმა ბიძის თავს დატრიალებულ ამბებზე: "ძალიან განვიცდი მის ამბებს.

განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა მისთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად გადაიქცა.

ჰარიმ თავის გუნდთან ერთად მეოთხე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში თამაში დაიმსახურა.

სწორედ ამიტომ ვარ შოკირებული, რომ ის გუნდიდან გაუშვეს. მყავს მეგობრები, რომლებიც "დეზებს" გულშემატკივრობენ და ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან მშვენივრად ახსოვთ ის პერიოდი, სანამ გუნდში ჰარი მივიდოდა.

მას მერე "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და ლამის ჩემპიონობისთვის შეძლო ბრძოლა. რედნაპმა გუნდში ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის