გარდა ამისა, მას არ გადაეცემა ფინალში გასვლისთვის განკუთვნილი ჰონორარი, რომელიც 56 800 დოლარს უდრის

"ქუინზ კლაბის" სკანდალური ფინალის შემდეგ არგენტინელი დავიდ ნალბანდიანის დასჯა გადაწყვიტა ATP-ის ხელმძღვანელობამ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატ მარინ ჩილიჩთან ფინალის დროს ერთ-ერთი ეპიზოდის გამო განრისხებულმა არგენტინელმა წიხლი ჩასცხო სარეკლამო ბანერს და ფეხის ტრავმა მიაყენა ხაზის მსაჯს.

ნალბანდიანს მოუწევს 10 ათასი დოლარის გადახდა; გარდა ამისა, მას არ გადაეცემა ფინალში გასვლისთვის განკუთვნილი ჰონორარი, რომელიც 56 800 დოლარს უდრის; და კიდევ, დავიდს ჩამოერთმევა გასულ კვირას მოპოვებული სარეიტინგო ქულები.

"ვიცი, რომ ეს ასპროცენტიანი შეცდომა იყო. ძალიან ვწუხვარ მსაჯის გამო. არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ხანდახან, როცა გაბრაზებული ხარ, გიჭირს საკუთარი ემოციების გაკონტროლება", - ამბობს ნალბანდიანი.

გარდა ამისა, არგენტინელი ჩოგბურთელი ATP-ის წინააღმდეგ კრიტიკით გამოვიდა.

"შეცდომას ყველა უშვებს. როცა ვინმე ცდება, მან იგივე სანქცია უნდა მიიღოს, რომლითაც წინა ჩოგბურთელი დაისაჯა. მაგრამ მოთამაშეები ამას ვერ გრძნობენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ATP-ს შეეხება.

წლის დასაწყისში ყოველმა ჩვენგანმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს და დაეთანხმოს ყველაფერს, რასაც ATP ლაპარაკობს. თუ შენ არ გინდა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, მაშინ ვერ შეძლებ ამ ორგანიზაციის ეგიდით ტურნირებზე გამოსვლას.

ყველასთვის ცნობილია შემთხვევები, როცა ATP ზეწოლას ახდენს მოთამაშეებზე და აიძულებს, ტრავმებით ითამაშონ ტურნირებზე. ამისთვის მათ პასუხს არავინ სთხოვს.

ჩვენ ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. შეიძლება ამ სიტყვების გამო უსიამოვნება მივიღო, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. მე ჩემს აზრს გამოვხატავ და დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩოგბურთელი მეთანხმება", - განაცხადა ნალბანდიანმა პრესკონფერენციაზე.

18 ივნისს ბრიტანულმა პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამასთან, სკოტლენდ-იარდმა არ დააზუსტა, ვინ მიმართა ნალბანდიანის წინააღმდეგ პოლიციას. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო თავად დაზარალებული მსაჯი ან რომელიმე მაყურებელი, რომელიც ინციდენტის დროს ტრიბუნაზე იჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაავებულმა დავიდ ნალბანდიანმა კორტზე მსაჯი დაჭრა [+VIDEO]

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა