ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხორვატია-ესპანეთი 0:1 - ცისფერი და უფერული "ფურია როხა" [+VIDEO]

ხორვატია-ესპანეთი 0:1 - ცისფერი და უფერული "ფურია როხა" [+VIDEO]

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური
თამამად ვიტყვით, რომ, თუ ირლანდიელებთან მატჩი საუკეთესოთაგანი იყო ვისენტე დელ ბოსკეს ფორმაციის "ფურია როხასთვის", ხორვატიასთან შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ მაინც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთა გამარჯვებით დასრულდა, ახლანდელი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხარისხო და დასავიწყებელი იყო.

ესპანეთმა ბეწვის ხიდზე გაიარა, როცა "ნაკლები სისხლით" სცადა ფონს გასვლა. ხიდი სამჯერ მართლაც ბეწვზე გადაურჩა ჩატეხვას.

დრო გავა და შედეგი დარჩება, შედეგი კი სახარბიელო იყო ესპანეთისთვის - 1:0 და დამსახურებული პირველი ადგილი ჯგუფში.

ტაქტიკა/სტრატეგია

ხორვატთა თავკაცმა სლავენ ბილიჩმა შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. გამოჩნდნენ ვიდა და პრანიჩი, სკამზე კი პერიშიჩი და ნაგრიპალი იელავიჩი დარჩნენ.

ვიდამ კაპიტან სრნას ადგილი დაიკავა დაცვის მარჯვენა ფრთაზე, სრნამ კი წინ წაიწია. მარიო მანჯუკიჩი წინ წაწეულ ეულ ფორვარდად თამაშობდა. წინასწარვე ვიტყვით, რომ ვერ ივარგა ხორვატმა.

ერთი შეხედვით, ვისენტე დელ ბოსკემ არაფერი შეცვალა. შემადგენლობა იგივე იყო, მაგრამ "ფურია როხა" თამაშობდა გაცილებით დაბალ ტემპში, ვიდრე წინა ტურში, ნაკლები მონდომებით და მეტი ნერვიულობით, რის გამოც ჩავი, ბუსკეტსი, პიკე და სხვებიც ხშირად ცდებოდნენ ელემენტარულ სიტუაციებში.

საუკეთესო ფეხბურთელი

იკერ კასილიასი (ესპანეთი)

სან იკერი! რომ არა ნაკრების კაპიტანი, ევროპის ჩემპიონობის ტიტული ვაკანტური დარჩებოდა. ესპანელთა ქომაგებს სამჯერ გადაუქანდათ გულები.

პირველად 59-ე წუთზე მოდრიჩმა გააბითურა მეტოქეები, მარჯვნიდან თავზე "დაასვა" ბურთი ივან რაკიტიჩს, რომელსაც დარტყმული კასილიასმა აუღო.

ზუსტად 20 წუთის შემდეგ კასილიასმა პერიშიჩის სახიფათო დარტყმა მოიგერია, ხოლო 86-ე წუთზე კუთხურს ჩორლუკას მხრით დარტყმული მოჰყვა ახლო მანძილიდან. ამ შემთხვევაში მეკარე უძლური იყო. უბრალოდ, ჩორლუკას არ გაუმართლა.

ფეხბურთელი-იმედგაცრუება

ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)

იმედი გაგვიცრუეს ჩავიმ, ჟერარდ პიკემ, სერხიო ბუსკეტსმა და სხვებმაც. ძირითადად - ესპანელებმა.

მაგრამ მაინც ყველაზე სუსტი მათ შორის წინა ტურის გმირი ფერნანდო ტორესი იყო, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლფასია.

"ელ ნინიო", უბრალოდ, "გადაყლაპა" გორდონ შილდენფელდმა.

მსაჯი

ვოლფგანგ შტარკი, არა გვგონია, რომელიმე ქართველ გულშემატკივარს მოსწონდეს ბოლო მოვლენების ფონზე, მაგრამ მას ნამდვილად ბევრი არაფერი დაუშავებია მოედანზე და ცილს ვერ დავწამებთ.

86-ე წუთზე, არდანიშნული პენალტისას, თითქოს ჩორლუკას წესების დარღვევით ებრძოდა ჰაერში ბუსკეტსი, მაგრამ თამაშის წესების დარღვევა აშკარად არ ყოფილა, რომ ეგრევე შეემჩნია გერმანელ არბიტრს.

მწვრთნელების დუელი

სლავენ ბილიჩს იმდენი ვარიანტი არ ჰქონდა, რამდენიც ვისენტე დელ ბოსკეს, თუმცა ბილიჩი, რომელიც ამ თამაშით დაემშვიდობა ნაკრებს, ყველაფერს ეცადა. ტაქტიკა ისე ააწყო, რომ ხორვატიას აუცილებლად შეექმნებოდა ერთი-ორი შანსი, მაგრამ ამ შანსებს გამოყენება უნდა.

დელ ბოსკემ ტორესი დროულად გაიყვანა მოედნიდან და ხესუს ნავასი შეიყვანა. "ფურია როხას" 23-კაციან სიაში მხოლოდ ორია, რომელთა მოედანზე გამოსვლითაც კარდინალურად იცვლება ნაკრების თამაშის სტილი. ერთი სწორედ ნავასია (მეორე ლორენტეა), რომელიც საუკეთესო იქნებოდა, რომ არა კასილიასის გმირობა.

ის, რომ ხორვატიამ ბოლოს ვერ შეძლო ხეირიანი შტურმის განხორციელება, ნავასის მუდმივი აქტიურობის ბრალიცაა. პლუს ამას, სევილიელმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 88-ე წუთზე ფაბრეგასმა საჯარიმოში ინიესტა მოძებნა, რომელმაც ნავასს დაუგორა, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი უიოლესი გოლი გაიტანა.

ანალიზი

რა გზა აირჩიეს ესპანელებმა მძიმე სიტუაციაში? სიტუაციისა და ბურთის კონტროლი, ოღონდ დიდი სიფრთხილით და შესაბამისად, ტემპის დაგდებით. ანდრეს ინიესტას ვერ აჰყვნენ ჩავი, ბუსკეტსი და ვერც სილვა.

პრინციპში, ჩანაფიქრმა საბოლოოდ გაამართლა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ "როხამ" ბეწვის ხიდზეც გაიარა.

ამ სიტუაციაში მეტს ველოდით ხორვატიისგან, რომელსაც აშკარად არ აწყობდა მიმდინარე შედეგი, მას მერე, რაც პარალელურ თამაშში იტალიამ ირლანდიას პირველი გოლი გაუტანა.

დასკვნა

საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. 19 ივნისს კი მომავალი მეტოქის ვინაობას გაიგებს, D ჯგუფში მე-2 ადგილზე ვინ გავა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური

18.06. გდანსკი. არენა გდანსკი

ხორვატია-ესპანეთი 0:1 (იხილეთ ვიდეო)

ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოსა - ვიდა (66. იელავიჩი), ჩორლუკა, შილდენფელდი, სტრინიჩი - ვუკოევიჩი (81. ედუარდო), რაკიტიჩი - სრნა, მოდრიჩი, პრანიჩი (65. პერიშიჩი) - მანჯუკიჩი.

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ჩავი (89. ნეგრედო), ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა (73. ფაბრეგასი), ტორესი (60. ხესუს ნავასი), ინიესტა.

გოლი: 0:1 ნავასი (88)

გაფრთხილება: ჩორლუკა, სრნა, სტრინიჩი, იელავიჩი, მანჯუკიჩი, რაკიტიჩი

კუთხური: 4-11; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-11 (3-8); ბურთის ფლობა: 29%-71%.

მაყურებელი: 39 076

C ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7

2. იტალია 3 1 2 0 4-2 5

3. ხორვატია 3 1 1 1 4-3 4

4. ირლანდია 3 0 0 3 1-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იხილეთ ვრცლად:

იტალია-ირლანდია 2:0 - "სკუადრა აძურა" ახლა უკვე ფავორიტია!

• ლექსო

ნავასი თამაშგარეში იყო მსაჯს ეძინა

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"