საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ოლიმპიურმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე გამოსვლა 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ოლიმპიურმა ნაკრებმა 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა გამოსვლა ბუენოს აირესში გამართულ მსოფლიოს თასზე.

არგენტინაში მოჭიდავე ქართველთაგან ყველა - ბეთქილ შუკვანი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100) ჩემპიონი გახდა.

მოლოდინისამებრ, მაინცდამაინც ძლიერი არც ეს ტურნირი გამოდგა - მთლიანად მასში 18 ქვეყნის 138 ძიუდოისტი გამოდიოდა, კონკრეტულად ვაჟთა შორის კი 89 ფალავანი ასპარეზობდა.

მონაწილეთა უმრავლესობას სამხრეთამერიკული გუნდები შეადგენდნენ, ხოლო სახელობითი სიები ლამის იგივე იყო, რაც ერთი კვირის წინათ - რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე". ცხადია, ლიდერთა უმეტესობა არც ამჯერად ვიხილეთ ტატამზე.

შუკვანმა არგენტინაში სულ სამი შეხვედრა გამართა და რიოს ტურნირის მსგავსად, ამჯერადაც ყველა წმინდად მოიგო. იმ სამიდან მისთვის უცნობი მხოლოდ არგენტინელი გაბრიელ საბატინო იყო, რომელსაც პირველ წრეში გადაეყარა, ხოლო ბრაზილიელებს - ბრენო ალვეშს რიო დე ჟანეიროში ნახევარფინალში, დიეგო სანტოსს კი ფინალში აჯობა. ალვეში ბრაზილიელთა მეორე ნომერია და სალიცენზიო 22-კაციან სიაშიც მოხვდა; ჩვენებური კი უკვე მეორე ტურნირია, ასე იოლად უგებს.

საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ხუთი მოგება დასჭირდა შავდათუაშვილს, რომელსაც იქნებ ძლიერი მეტოქეები არ შეხვდნენ, მაგრამ საოლიმპიადოდ კარგი სტარტი გამოუვიდა.

ხუთიდან ოთხი ორთაბრძოლა მან წმინდად მოიგო - არგენტინელ მარტინ ლაურეანოსთან, ურუგვაელ ივან დუარტესთან, ნახევარფინალში არგენტინელ ფერნანდო გონსალესთან და ფინალში ბრაზილიელ ლუის რევიტესთან. მას მხოლოდ ერთადერთ შეხვედრაში გაუჭირდა - ბრიტანელ ნათან ბურნსთან, რომელთანაც პაექრობა გაფრთხილებებით დაასრულა თავის სასარგებლოდ.

ჭრიკიშვილმა ჩილელ როდრიგო ოდრის და ბრაზილიელ ფედერიკო ბერნარდო არაუჟოს იპონებით მოუგო, ბრიტანელი ტომას დევისი კი ორი გაფრთხილებით დაამარცხა. ფინალიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა ძლიერ ბრაზილიელ ნაკიფ ელიასთან, თუმცა ჩვენებურმა იუკოთი მაინც იმარჯვა.

ჟორჟოლიანისთვის ამ შეჯიბრებას რიგით ტურნირზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ წონაში ოლიმპიადაზე წამსვლელი ჯერ კიდევ არაა გამოვლენილი.

ჟორჟოლიანმა ბრაზილიელ ვიქტორ ისაქუე კონსერვას წმინდად მოუგო, მის თანამემამულე მეთიუ და სილვას კი ვაზარით აჯობა. ფინალშიც ბრაზილიელი ჰყავდა მეტოქედ - რენან ნუნესი, რომელიც არცთუ ძლიერია. ჩვენებურმა მასთან მცირე უპირატესობით იმარჯვა.

ოქრუაშვილი ტურნირში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაება და ორივე შეხვედრა იპონით მოიგო - კოლუმბიელი ლუის სალასართან და ბრაზილიელ დევიდ მოურასთან, რომელიც ერთი კვირის წინათ რიოშიც დაამარცხა.

ჩვენი ნაკრები ამ დღეებში დაბრუნდება არგენტინიდან, რამდენიმე დღე თბილისში ივარჯიშებს, მერე კი ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპებზე გაემგზავრება ჩეხეთსა და ესპანეთში.

გუნდი ევროპიდან 6 ივლისს დაბრუნდება და, სავარაუდოდ, ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ოლიმპიური გუნდის საბოლოო შემადგენლობასაც მაშინ დაასახელებს, რადგან 9 ივლისს უკვე სიის წარდგენის ვადა იწურება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენგან ოლიმპიადაში გამოსვლის უფლება უკვე მოიპოვეს შავდათუაშვილმა, ნუგზარ ტატალაშვილმა (73), ჭრიკიშვილმა და ვალერი ლიპარტელიანმა (90). მწვრთნელს კი გასარკვევი 60, 100 და +100 კილოგრამები დარჩა. თუმცა მძიმეშიც ბევრი არაფერია საჭოჭმანო - ზვიად ხანჯალიაშვილის ტრავმამ კითხვის ნიშნები მოხსნა.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ლონდონში წასვლამდე დასკვნით შეკრებას დუშეთში გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"