27 წლის უნივერსალ ფეხბურთელს "ბარსელონას" ექიმმა კუგატ რამოსმა უკვე მესამედ დაურეკა
დავით იმედაშვილი ლენქორანის "ხაზარში" ორი წლის წინ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო აზერბაიჯანში ერთი თვეც არ უთამაშია და კლუბის დატოვებას აპირებდა.

თუმცა 27 წლის უნივერსალ ფეხბურთელს ამბიციურ აზერბაიჯანულ კლუბში დაბრუნება შესთავაზეს.

"ვარჯიში დავიწყე და ლენქორანის "ხაზარმა" ერთწლიანი კონტრაქტი მართლაც შემომთავაზა, მაგრამ სანამ მკურნალობას არ დავასრულებ, ახალ გუნდზე ლაპარაკი ნაადრევია.

მკურნალობის დასრულებას ვერა და ვერ ვახერხებ. ექიმის ნებართვის გარეშე სრულ დატვირთვაზე გადასვლა არ მსურს.

არადა, აპრილში "ბარსელონას" ექიმს კუგატ რამოსს დავუკავშირდი. ეს კაცი "ბარსელონას" მატჩების დროს სათადარიგოთა სკამზე ზის და მისი კვალიფიკაცია აღიარებულია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მქონდა ცნობა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია. ლენქორანის "ხაზარმა" დაადასტურა, რომ მკურნალობას მიფინანსებდა, ექიმმა რამოსმა კი მიწვევა გამომიგზავნა და ბარსელონაში 18 აპრილს დამიბარა.

საკონსულოში საკუთარი თვალით ნახეს, პასპორტში 24 ვიზა რომ მაქვს ჩარტყმული, რომ ფეხბურთელი ვარ და არა - ევროპაში დარჩენის მსურველი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გერმანიის საკონსულოში ვიზა არ ჩამირტყეს. არადა, ექიმმა უკვე მესამედ დამირეკა და ვერ გაიგო, თუ რატომ არ მიშვებენ. მკურნალობა დროულად რომ დამესრულებინა, შესაძლოა, ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშიც დამეწყო.

ახლა კი ყოველი დღე საკონსულოში სირბილით მეწყება. ბარსელონაში 2 ივლისს მელიან და აუცილებლად უნდა ჩავიდე", - ამბობს იმედაშვილი.

იმედაშვილს მკურნალობა სჭირდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით იმედაშვილი: თამაში ისე მომენატრა, მოედანზე შევარდნა მინდება ხოლმე

imena
ღადაოოოობთ?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ