საქართველოს ნაკრები ლატვიის ეროვნულ გუნდს სულ 5-ჯერ შეხვდა
ლატვიის ნაკრები ევროპის პირველი ჩემპიონია - 1935 წელს ოქრო მოიგო, რასაც 1939 წელს ვერცხლი მიამატა და მას მერე დიდი ხნით მოუწია უქმობა. მიზეზი გასაგებია - ლატვია სსრ კავშირმა შეიერთა.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ მდიდარი ტრადიციების ბალტიისპირელებმა გამონახეს რესურსი, ძლიერი ნაკრები შეკრიბეს და 1993 წლიდან დღემდე ევრობასკეტი მხოლოდ ორჯერ გამოტოვეს (1995 და 1999 წლებში).

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რვა ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი 2001 წელს უჩვენეს - მერვე ადგილზე გავიდნენ. მას მერე დაღმასვლა დაეწყოთ და პირველი ჯგუფური ბარიერის გადალახვა ერთხელაც ვერ მოახერხეს. სიტუაციის გამოსწორება მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს დაევალა, რომელიც გუნდს აახალგაზრდავებს. თუმცა უარს არც ერთ-ორ გამოცდილ კალათბურთელზე ამბობს, რომლებთან ერთადაც ახალგაზრდები პროფესიულად უნდა გაზარდონ.

სწორედ ასეთმა ნაკრებმა დაიმსახურა მაყურებლის სიმპათია ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე. მიუხედავად კლასში სხვაობისა, ლატვიელებმა სერბეთს, საფრანგეთს, იტალიასა და გერმანიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

ლატვიის ნაკრების თავკაცი, აინარს ბაგაცკისი 2011 წელს "სოხუმს" წვრთნიდა. მასთან არაერთხელ ვილაპარაკეთ სანაკრებო თემაზე. სინანულით იხსენებდა ევრო-1999-ის შესარჩევ ტურნირს:

"მაშინ, საქართველოს გარდა, ჩვენს ჯგუფში იტალია და თურქეთი იყვნენ. ძლიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოვიპოვეთ. მახსოვს, საქართველოს ერთი ლეგიონერი ჰყავდა, ვლადიმერ სტეფანია. ისიც არ დამავიწყდება, რომ იმხანად საუკეთესო ფორმაში ვიყავი და ორივე მატჩი დამაჯერებლად ჩავატარე" (ქულები ოქმში იხილეთ - ავტ).

მას მერე საქართველოს ნაკრები ლატვიას ამხანაგურად სამჯერ გაეჯიბრა - ორჯერ გაიმარჯვა, ერთხელ დამარცხდა. ბაგაცკისი 2009 წელს რიგაში გამართულ შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა:

"წინა დღით საფრანგეთს მოვუგეთ, თუმცა ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს ვუთხარი, საქართველო არანაკლებ სახიფათოა-მეთქი. მართლაც, ზაზა ფაჩულიას წინამძღოლობით ქართველებმა ლატვიას სძლიეს. გამოჩნდა, რომ მრავალმხრივი გუნდი გყავდათ".

2010 წელს ლატვიის ნაკრები ბაგაცკისს ჩააბარეს. შარშან ბალტიელებს ორჯერ ამხანაგურად გავეჯიბრეთ.

პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო რეკორდი დაამყარა - 42 ქულა ჩააგდო და 83:79 ვიმარჯვეთ, ხოლო მომდევნო შეხვედრაში ლატვიელებმა სამქულიანებით დიდი თავსატეხი გაგვიჩინეს და 84:73 მოიგეს.

საქართველო-ლატვია

ამხანაგური მატჩები

24.08.2011. ვენტსპილსი, ლატვია

ლატვია-საქართველო 84:73

16:24, 26:15, 26:17, 16:17

ლატვია: ბერტანსი (8ქ), ფრეიმანისი, იურევიჩუსი (10ქ), კუკსიკსი (12ქ), ჟერომანოვსი (10ქ), შტრელნიეკსი (13ქ), ბერზინსი (9ქ, 6მ), შელაკოვსი (6ქ, 6მ), მარეკს მეიერსი (6ქ), მარტინს მეიერსი (10ქ, 5მ).

საქართველო: გამყრელიძე (16წთ), ვ. ბოისა (14წთ, 5ქ), ა. ბოისა (10წთ, 6მ), ფაჩულია (20წთ, 18ქ, 6მ), ცინცაძე (20წთ, 4ქ, 3პ), შერმადინი (18წთ, 3ქ, 4მ), მარკოიშვილი (15წთ, 7ქ, 3პ), სანიკიძე (23წთ, 9ქ, 6მ), ცქიტიშვილი (16წთ, 8ქ), შენგელია (17წთ, 8ქ, 5მ), ჰეინსი (22წთ, 8ქ), შარაბიძე (2წთ, 1ქ), ფარღალავა (7წთ, 2ქ).

22.08.2011. რიგა, ლატვია

ლატვია-საქართველო 79:83

20:13, 24:21, 19:25, 16:24

ლატვია: დაი. ბერტანსი (9ქ), ფრეიმანისი, ბლუმსი (25ქ), კუკსიკსი (12ქ), ჟერომნავსი (3ქ), ვაიროგსი (2ქ), შტრელნიეკსი (16ქ), ბერზინსი (2ქ), შელაკოვსი (5ქ), ბლაუსი (1ქ), დავ. ბერტანსი, მეიერსი (4ქ).

საქართველო: გამყრელიძე (8წთ), ვ. ბოისა (23წთ, 3ქ), ფაჩულია (29წთ, 6მ, 3პ, 42ქ), ცინცაძე (27წთ, 3პ, 2ქ), შერმადინი (10წთ, 5მ), მარკოიშვილი (27წთ, 5მ, 13ქ), სანიკიძე (28წთ, 8ქ), ცქიტიშვილი (17წთ, 9ქ), შენგელია (12წთ, 4ქ), ჰეინსი (18წთ, 2ქ).

27.08.2009. რიგა, ლატვია

ლატვია-საქართველო 72:80

19:22, 15:22, 17:20, 21:16

საქართველო: ცინცაძე (22წთ, 5ქ, 3პ), ელისი (30 წთ, 10ქ, 3პ), სანიკიძე (28წთ, 5ქ. 7მ), ცქიტიშვილი (24წთ, 9ქ, 7მ), ფაჩულია (25წთ, 14ქ, 8მ), ვ. ბოისა (23წთ, 18ქ), შერმადინი (7წთ, 3მ, 2დ), გამყრელიძე (25წთ, 14ქ, 3პ), ა. ბოისა (13წთ, 5ქ), ტუღუში (2წთ).

ევრო 1999-ის შესარჩევი

25.02.1998. ვენტსპილსი

ლატვია-საქართველო 99:63

58:35, 41:28

ლატვია: ჰელმანისი (10ქ, 5მ), აზაცისი (1ქ), შტელმაჰერსი (13ქ, 9პ), ბუსკევიჩისი (3ქ, 6მ), ვალტერსი (8ქ), ვალეიკო (8ქ), ბაგაცკისი (24ქ, 5მ), სკრიმანტსი (2ქ), ბერნატსი (14ქ, 6მ), ვეჩვაგარსი (11ქ, 5მ).

საქართველო: მაისურაძე (26წთ, 10ქ, 2პ), სტეფანია (18წთ, 13ქ, 3მ), ხოშტარია (26წთ, 0ქ, 2პ), ბეჟანიშვილი (28წთ, 4ქ, 4მ, 5პ, 1ჩ), გოგობერიშვილი (19წთ, 2ქ, 3მ, 1ჩ), ვაშაკიძე (21წთ, 2ქ, 6მ, 2პ, 1ჩ), შენგელია (29წთ, 18ქ, 8მ, 1პ, 2ჩ), ჯაფარიძე (17წთ, 9ქ, 1მ), ბოისა (16წთ, 5ქ, 5მ, 1ჩ)

24.02.1999. თბილისი

საქართველო-ლატვია 96:98

38:50, 58:48

საქართველო: მაისურაძე (10წთ, 2ქ, 2მ), ბოისა (28წთ, 17ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (14წთ, 4ქ, 1მ), აბრამიძე (30წთ, 12ქ, 3მ, 2პ, 1ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 18ქ, 7მ), ჯაფარიძე (28წთ, 12ქ, 4მ, 1ჩ), ოთიურიძე (11წთ, 7ქ, 2მ, 1პ), ქარაბაკი (27წთ, 6ქ, 7მ, 1პ), ჩხეიძე (34წთ, 18ქ, 4მ)

ლატვია: ჰელმანისი (15ქ, 5მ), ვიტოლსი (5ქ, 5მ), შტელმაჰერსი (13ქ), ლაკსა (13ქ, 6მ), მიგლინიეკსი (7ქ, 3პ), ბაგაცკისი (27ქ), ბერნატსი (4ქ), ვესვაგარსი (14ქ, 3ჩ).

3:2, წინ ლატვიაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მეტოქე. ლატვია. აინარს ბაგაცკისი ზაზა ფაჩულიას უფრთხის

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად