ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოსულმა 30 წლის თავდამსხმელმა, მისდა გასაკვირად, თბილისის "დინამოსთან" ვერ მოილაპარაკა
"საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებ", - დავით სირაძე ამ სიტყვებს "ლელოსთან" რომ ამბობდა, თურმე, თბილისურ კლუბთან სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებდა და ჩამოსვლასაც აპირებდა, მაგრამ...

"სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მქონდა "დინამოში" დაბრუნება. კლუბიდან დამიკავშირდნენ და ეს ყურადღება ძალიან მესიამოვნა. ამ იმედად, ნალჩიკის "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი გავწყვიტე და ამის შემდეგ გითხარით, რომ მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებდი.

მაგრამ საბოლოოდ, ვერ მოვილაპარაკეთ და სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი", - ამბობს სირაძე.

30 წლის თავდამსხმელი ამჟამად უგუნდოდ არის:

"მთავარია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი და რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. ახლა უკვე უკრაინულ და აზერბაიჯანულ გუნდებში მოწყობას მთავაზობენ - დასამალი არ არის, "ნეფთჩი" და "ბაკი" მიწვევენ და საკმაოდ კარგ პირობებსაც მთავაზობენ. დღე-დღეზე გადაწყდება, სად ვითამაშებ.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - ტყუილად ნურავინ ელოდება, რომ ფსევდოპატრიოტული გამოხტომებით თავს გამოვიჩენ.

ჩემზე მეტად არავის უნდოდა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქაურობა სულ მენატრება, მაგრამ ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი კარიერის შემდგომი ცხოვრებაა და ამისთვის საფუძველი წინასწარ უნდა ჩაყარო.

სამწუხაროდ, საქართველოში საინტერესო წინადადება ჯერ არ მქონია და ამიტომაც თამაშს კვლავ უცხოეთში ვაპირებ. ახლა კი ინდივიდუალურად ვემზადები და ვცდილობ, საჭირო მომენტისთვის მზად ვიყო", - გვითხრა სირაძემ.

ჩვენი სირცხვილია, საქართველოში ერთი კლუბიც ვერ გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ხეირიან წინადადებას რომ შესთავაზებდა. თუმცა ეს სამწუხარო რეალობაცაა...

დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

Dato
ვინმემ იცით ზუსტად რამდენი მოითხოვა სირაძემ ??? დინამოში დასაბრუნებლად? პადიომნი რამდენი იყო და ხელფასი! 30 წელი პატარა ასაკი არ არის. ლაშა გეთანხმები ფიფიამ შეცდომა დაუშვა ჯერ გარსია რომ ჩამოიყვანა და ის ესპანელები. ერთადერთი გამორჩეული ხისკოა მეტი ვინ ? მე როგორც ვიცი ეგ შეცდომა და კიდევ მრავალი სხვა უნდა გამოსწორდეს და გუნდში დიდი ცვლილებებია ბუბა ტყავაძე არის სპორტული დირექტორი ყველა ვინც ჩახედულია ფეხბურთში გეცოდინებათ მისი ხასიათი, დამოკიდებულება დისციპლინის მიმართ, რაც გარსიას პერიოდში 0-ზე დავიდა, რამაც საბოლოოდ შეიწირა იგივე "დევდარიანი" თავისივე სიტყვებიდან გამომდინარე. უშეცდომო არავინ არ არის და კიდევ გავიმეორებ რომ ეს ბიზნესია რომელმაც საბოლოოდ ფული უნდა დაწეროს.
Jigaro
მაგარი დაბოლილი ვარ და წერა მეზარება, მაგრამ რომ არ დავწერო გამიტყდება.ასე 10-15 წლის წინ ბავშვი უნდა გამომეყვანა დინამოს ვარჯიშიდან და დინამოზე თამაში იყო, დინამო და ლოკომოტივი თამაშობდნენ...ბავშვის ვარჯიშის დამთავრებამდე დრო იყო და ტრიბუნაზე ავედი, თვალს შევავლებ მეთქი რა ხდება. მერვე-მეცხრე სექტორებს შუა ავედი და დაახლოებით 50 -55 წლის ძველი პლეადის გულშემატკივრები იჯდნენ ტრიბუნაზე(თამაშს არ ტოვებენ დინამოზე)...აზრზე არ ვარ ვინ თამაშობს, რაზეა თამაში და ამ კაი ტიპებს(ბევრ მათგანს ვიცნობ, ისე ერთიც კმარა რომ გითხრათ, ვერნი ალფაიძე...(ჯიგარ კაცი ხარ და ეს მონაგონი შენც მოგაგონდება)მოკლედ ვეკითხები ამათ ვინ თამაშობს მეთქი, ჰოდა პასუხია ამისა მიზეზი რაც ამას მაწერინებს....არასოდეს დამავიწყდება...სიტყვასიტყვით ვწერ რაც მიპასუხეს..." ვინ თამაშობს დინამო- და სირაძე და ათი სირიო...დამაინტერესა ...დავრჩი...ბავშვი დამავიწყდა ვარჯიშზე....მაგარი იყავ დათო და კაცურად გაგიმარჯოს!
lasha
ფიფია რომ მატყუარა,ფეხბურთის უცოდინარი და პროვინციელია ამაზე კამათიც არ ღირს,ისეთი შეცდომა დაუშვა მაგან ზამთარში,რომ ასე უკვალოდ არაფერი არ ჩაივლის,ასე რომ დავიცადოთ!
shota-dinamo
აუ ფიფია ესაააააააა შენი მაგარი ბიუჯეტიიიი????? განა რას გთხოვდა ასეთს რო ვერ დაუკმაყოფილეთ მოთხოვნებიიიიიი ისევ 3 ეულში შესვლისთვის უნდა იბრძოლო????
shota-dinamo
ეეეეეეეე ფიფია შეგეთავაზებინა ცოტა ნორმალური თანხა რა :@:@:@:@ არ გინდა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს გუნდმა ? :@:@
avto
ფიფია სამწუხაროდ იტყუება როცა საუბრობს ყველაზე დიდი ბიუჯეტი გვაქვს ამიერკავკასიაში და რუსეთის საშუალო გუნდებშიც არ არის ეგეთი ბიუჯეტიო . ყოჩაღ ბატონო რომან ტყუილებისთვის სამწუხაროდ ალბათ 10000 ლარიც არ შესთავაზეს დათოს ხელფასად.
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა