უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსი ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა, რომლის გუნდიც 19 ივნისს ევრო 2012-ის ფლეი ოფში გასასვლელად ინგლისელებთან იბრძოლებს, რუსეთის ნაკრების მოთამაშეები მწვავედ გააკრიტიკა.

რუსები ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ.

"ველოდი თუ არა რუსეთის ნაკრების ტურნირიდან გავარდნას? ეს უმჯობესია, დიკ ადვოკაატს ჰკითხოთ, ელოდა თუ არა... ის ეიფორია, რომელიც რუსეთის იოლ ჯგუფში მოხვედრის გამო შეიქმნა, ჩემთვის გაუგებარი იყო. ადრეც ვამბობდი, რომ იმ ჯგუფში შეიძლება თავიც დაგეკარგა...

მაგრამ ეს რუსეთის ნაკრების პრობლემაა, რომ ტურნირს გამოეთიშა. მე ის იმის გამო მეცოდება, რომ გამოვარდა გუნდი, რომლის, როგორც მეზობლის, გულშემატკივრობა მსურდა.

რუსეთში ევრო 2012-იდან გავარდნა ტრაგედიად აღიქვეს. იქ ყველას, მინიმუმ, ნახევარფინალში გასვლის იმედი ჰქონდა.

რუსეთის ნაკრების მოთამაშეებს, რომლებმაც საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ ყველას გვერდი აუარეს და არცერთ კითხვას არ უპასუხეს, პატივს არ ვცემ. თუ ჩემი შეგირდები ამოცანის შესრულებას ვერ შეძლებენ, ყველა უსიამოვნო კითხვას მაინც უპასუხებენ", - განაცხადა ბლოხინმა.

ასევე იხილეთ:

საბერძნეთი-რუსეთი 1:0 - წავედით სახლში! [+VIDEO]

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა