ლორან ბლანი უკვე ოფიციალურად გახდა საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი. სამხრეთაფრიკული ფიასკოს შემდეგ ბლანის მისია გაცილებით საპასუხისმგებლოა...

ლორან ბლანი უკვე ოფიციალურად გახდა საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი. სამხრეთაფრიკული ფიასკოს შემდეგ ბლანის მისია გაცილებით საპასუხისმგებლოა - მან არა მხოლოდ შედეგები უნდა გამოასწოროს, არამედ უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ გუნდში ელემენტარული საურთიერთობო კლიმატი გაჯანსაღდეს.

საფრანგეთის ნაკრებში მომხდარ სკანდალზე ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება. ახლო წარსულის ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავები ბოლოდროინდელ ამბებზე კომენტარებს არ იზარებენ. ვნახოთ, რას ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონი ლილიან ტურამი, რომელიც გუნდის კაპიტან პატრის ევრას საქციელზე ამახვილებს ყურადღებას. სხვათა შორის, საფრანგეთის საფეხბურთო წრეებში მუსირებს აზრი, რომ ევრას არათუ კაპიტნობა უნდა ჩამოერთვას, საერთოდ უნდა აეკრძალოს ნაკრებში თამაში. აი, ტურამის აზრიც:

"მე ვითხოვ, ნაკრებიდან მოიკვეთოს პატრის ევრა, თან ისე, რომ არასოდეს დაბრუნდეს ეროვნულ გუნდში. როცა კაპიტანი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ გაცილებით მეტზე აგებ პასუხს, ვიდრე უბრალოდ სამკლაურის ტარებაა. პატივს უნდა სცემდე ეროვნული გუნდის მაისურასა და ხალხს".

შემდეგ ტურამი ეხება საერთო პრობლემას: "როცა ფეხბურთელები სხდებიან ავტობუსში და მწვრთნელს გარეთ ტოვებენ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მწვრთნელს ელემენტარულ პატივს არ სცემენ. მეორე მხრივ, აქედან ჩანს, რომ ფეხბურთელებს რაღაც-რაღაცები არ ესმით. ნაკრებში ძალაუფლება აიღეს სწორედ ფეხბურთელებმა და ეს იმიტომ მოხდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. რაიმონ დომენეკი უბრალოდ ფედერაციის მსახურად იქცა. მას რომ არ გაეკეთებინა ის, რასაც ფეხბურთის ფედერაცია უბრძანებდა, პოსტს დაკარგავდა".

ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა ბლანი ყოფილი თანაგუნდელის რჩევებს.

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა