არგენტინა. კლაუსურა. XVIII ტური
კლაუსურა სრულდება - არგენტინის ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება, კანდიდატი კი ერთბაშად სამია: სარანდის "არსენალი", "ატლეტიკო ტიგრე" და მოქმედი ჩემპიონი "ბოკა ხუნიორსი". პირველ ორს 35-35 ქულა აქვს, ხოლო "ბოკა" მათ 2 ქულით ჩამორჩება.

არგენტინულ ფეხბურთში ხომ ყოველთვის საოცრებები ხდება. ახლაც ასეა - "ტიგრეს" ბოლო ტურის წინ ორი პერსპექტივა აქვს: ჩემპიონობა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა. აი, ასე...

ის, რაც არგენტინის 30-გზის ჩემპიონმა ბოლოსწინა ტურში საკუთარ "ბომბონერაზე" ჩაიდინა, ძნელი ასახსნელია - უშუალო კონკურენტ "არსენალთან" პირწმინდად წააგო 0:3 და საჩემპიონო შანსი შეიმცირა.

ახლა ბუენოსაირესელებზე აღარ არის დამოკიდებული ტიტულის ბედი. "ბოკას" რომ მოეგო, ბოლო ტურში "ოლ ბოისის" დამარცხებით ტიტულს შეინარჩუნებდა.

ახლა კი მხოლოდ ეს აღარ კმარა - "არსენალი" შინ "ბელგრანოსთან" უნდა დამარცხდეს, ხოლო "ტიგრე" - "ინდეპენდიენტესთან". ამ ორივე კონკურენტის ფრეს შემთხვევაში კი გადათამაშება დაინიშნება. პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბოკამ" ტიტული ამ მარცხით წააგო.

ჩემპიონის კონკურენტები უტიტულო გუნდები არიან - სარანდელებს პრიმერა c თუ მოუგიათ, "ტიგრეს" კი - პრიმერა b.

მაშ ასე, კვირას "არსენალი" "ბომბონერას" ეწვია და "ბოკას" ფანების არმია შოკში ჩააგდო. ეს სარანდელთა კლუბის მოკრძალებულ ისტორიაში საუკეთესო თამაში გახლდათ.

ამ სტადიონზე ძალიან ძნელია, "ბოკას" შემტევი ფეხბურთი ეთამაშო და ის დაჩაგრო, მაგრამ "არსენალმა" ეს შეძლო. უკვე პირველ წუთზე სტუმრებმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც ყველას თავით ემილიო სელაიამ აჯობა - 0:1.

გაგიკვირდებათ და, ამის შემდეგ ბურთი უფრო "არსენალს" ჰქონდა, სტუმრები უკეთ და უფრო ხშირად უტევდნენ. "ბოკა" კი მეტოქეს კონტრშეტევებით პასუხობდა. 27-ე წუთზე მასპინძელმა ბლანდიმ კინაღამ გაათანაბრა, მაგრამ "არსენალის" გოლკიპერმა კამპესტრინიმ იყოჩაღა.

38-ე წუთზე ლეგისამონისა და სელაიას კომბინაცია ცარიელ კარში გოლით დაასრულა პირველმა. ბოკელთა რიგებში პანიკა დაიწყო. მეორე ტაიმში კი ლეგისამონმა კიდევ ერთხელ დასაჯა ჩემპიონი - 0:3.

იმავე დღეს "სან ლორენსო" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ინდეპენდიენტეს" და ახლა ეს სახელოვანი გუნდი ვერაფრით ასცდება გადათამაშებას (შესაძლოა, პირდაპირაც გავარდეს). "არხენტინოს ხუნიორსისა" და "ოლ ბოისის" შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა მოიგეს, მსაჯმა 6 ფეხბურთელი გააძევა.

კლაუსურა. XVIII ტური

ლანუსი-სანტა ფე 0:0

სან მარტინი-ნიუელსი 2:1

გოლები: 1:0 დ. გარსია (1), 2:0 კაპრარი (26), 2:1 პ. პერესი (31)

გაძევება: ვანიონი (82. ნიუელსი)

ბელგრანო-ბანფილდი 3:1

გოლები: 0:1 დე სოუსა (1), 1:1 ალმერარესი (41), 2:1 მელანო (65), 3:1 მელანო (66)

ესტუდიანტესი-ოლიმპო 1:0

გოლი: 1:0 მერკადო (50)

ველესი-ტიგრე 0:1

გოლი: 0:1 ლუნა (78)

გაძევება: კუბერო (67. ველესი)

არხენტინოსი-ოლ ბოისი 1:0

გოლი: მორალესი (73)

გაძევება: ფერარი (16. ოლ ბოისი), ბასუალდო (49. არხენტინოსი), დომინგესი (51. ოლ ბოისი), მორალესი (75. არხენტინოსი), კორონელი (79. ოლ ბოისი), მატოსი (90. ოლ ბოისი).

ინდეპენდიენტე-სან ლორენსო 0:0

გაძევება: ველასკესი (48. ინდეპენდიენტე)

ატლეტიკო-რასინგი 4:2

გოლები: 1:0 კარინიანო (36-პენ), 1:1 სუკულინი (45), 1:2 ლ. კასტრო (56), 2:2 ა. კასტრო (57), 3:2 კარინიანო (66), 4:2 ფ. გონსალესი (72)

ბოკა-არსენალი 0:3

გოლები: 0:1 სელაია (1), 0:2 ლეგისამონი (38), 0:3 ლეგისამონი (56)

გაძევება: სოსა (85. ბოკა ხუნიორსი)

კოლონი-გოდოი კრუსი 2:0

გოლები: 1:0 ფუერტესი (22), 2:0 ფუერტესი (50)

გაძევება: ნავარო (53. გოდოი კრუსი)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არსენალი 18 10 5 3 29-15 35

2. ტიგრე 18 10 5 3 27-13 35

3. ბოკა 18 9 6 3 29-17 33

4. ნიუელსი 18 9 4 5 26-19 31

5. ველესი 18 8 6 4 24-14 30

6. ოლ ბოისი 18 8 6 4 18-12 30

7. კოლონი 18 6 8 4 21-18 26

8. არხენტინოსი 18 7 5 6 17-15 26

9. ესტუდიანტესი 18 7 5 6 21-22 26

10. ლანუსი 18 7 4 7 19-18 25

11. სანტა ფე 18 5 9 4 19-18 24

12. ბელგრანო 18 6 6 6 17-19 24

13. სან ლორენსო 18 5 7 6 19-22 22

14. სან მარტინი 18 6 4 8 20-26 22

15. ატლეტიკო 18 5 6 7 23-23 21

16. ინდეპენდიენტე 18 5 4 9 20-26 19

17. რასინგი 18 5 4 9 18-25 19

18. გოდოი კრუსი 18 2 8 8 10-22 14

19. ოლიმპო 18 3 3 12 20-34 12

20. ბანფილდი 18 2 5 11 15-34 11

შენიშვნა: თუკი ორი და მეტი გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს, ჩემპიონი გამოვლინდება ნეიტრალურ მოედანზე დანიშნული პლეი ოფით, რომელიც ტურნირის დასრულებიდან 72 საათში უნდა გაიმართოს. სხვა შემთხვევაში თანაბარი ქულების შემთხვევაში (როცა ჩემპიონი არ არის გამოსავლენი) ითვლება: ა) ბურთების სხვაობა, ბ) ბურთების რაოდენობა, გ) ურთიერთშეხვედრები.

გავარდნის კოეფიციენტები

გავარდნის ზონა: 20. ოლიმპო - 1,013; 19. სან ლორენსო - 1,239

გადათამაშების ზონა: 18. ბანფილდი - 1,257; 17. ატლეტიკო - 1,270

საშიში ზონა: 16. ტიგრე - 1,274; 15. სან მარტინი - 1,297; 14. რასინგი - 1,310.

ბომბარდირები

11 - ლუნა (ტიგრე); 7 - კარპარი (სან მარტინი), ფარიასი (ინდეპენდიენტე), განდინი (ატლეტიკო), გილიოტი (სან ლორენსო), პავონე (ლანუსი).

ბოლო ტური

22 ივნისი: ოლიმპო-არხენტინოსი.

24 ივნისი: ოლ ბოისი-ბოკა, არსენალი-ბელგრანო, ბანფილდი-კოლონი, სანტა ფე-ესტუდიანტესი, ნიუელსი-ლანუსი, რასინგი-ველესი, სან ლორენსო-სან მარტინი, ტიგრე-ინდეპენდიენტე, გოდოი კრუსი-ატლეტიკო.

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა