ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უეფას პრეზიდენტმა ევრო 2012-ის სავარაუდო ფინალისტებზე პროგნოზი შემოგვთავაზა
ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ევრო 2012-ის სავარაუდო ფინალისტებზე პროგნოზი შემოგვთავაზა.

მისი აზრით, ყველაზე ძლიერი გუნდები ტურნირზე გერმანიასა და ესპანეთს ჰყავთ და გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებმა უკვე დაიბევეს 1/4-ფინალის საგზური, სადაც გერმანია საბერძნეთს ხვდება, ესპანეთის მეტოქე კი გუშინ ღამე უნდა გარკვეულიყო.

"ეს გუნდები ფინალურ ეტაპზე უმთავრეს ფავორიტებად მიმაჩნია. ესპანეთს დიდი ხანია, საკუთარი სათამაშო ხელწერა შემუშავებული აქვს, რისი წყალობითაც გუნდი ახერხებს, რომ სხვებზე ნაკლებად დაიღალოს. მათ თამაშებზე ყველაზე მეტს ბურთი მოძრაობს და არა ფეხბურთელი", - აცხადებს პლატინი.

გარდა ფავორიტებისადმი სიმპათიისა, პლატინიმ ჩემპიონატის ორგანიზატორ ქვეყნებზეც ილაპარაკა და პოლონეთსა და უკრაინას გამარჯვებული ქვეყნები უწოდა:

"მასპინძელთა მიერ გაწეული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ქვეყნებმა უკვე გაიმარჯვეს. ჩემპიონატზე ატმოსფერო 99%-ით ფანტასტიკურია. უამრავი პრობლემის შემდეგ, რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვაწყდებოდით და დიდი ეჭვების მიუხედავად, რაც ბუნებრივად გვიჩნდებოდა, ორივე ქვეყანამ ღირსეულად მოახერხა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ ჰქონდათ მოსასწრები, ისიც ვერ წარმომიდგენია, ამაზე უკეთ როგორ უნდა მოხერხებულიყო საქმისთვის თავის მობმა" - განაცხადა მან.

გარდა მიმდინარე ამბებისა, ფრანგმა ფუნქციონერმა უეფას სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი. 2013 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ისრაელშია დაგეგმილი.

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარებისა და ერთი მხრივ, ისრაელ-ამერიკასა და მეორე მხრივ, ირანს შორის მოსალოდნელი ომის გამო ვითარების განმუხტვა რეგიონში მოსალოდნელი არც არის.

უეფას პრეზიდენტის თქმით, ყოველივეს მიუხედავად, მისი ორგანიზაცია არ აპირებს ჩემპიონატის სხვაგან გადატანას.

მეტიც, მან ოფიციალურად სთხოვა ისრაელის ფეხბურთის ფედერაციას იმის დადასტურება, რომ ქვეყანა მზადაა ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის სამასპინძლოდ. ევროფორუმის სხვა ქვეყანაში გადატანის მოთხოვნით უეფას პალესტინის ფედერაციამაც მიმართა.

მიზეზად ის დასახელდა, რომ ებრაელ სამხედროებს სამი პალესტინელი ფეხბურთელი დღემდე უკანონო პატიმრობაში ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად