მესუთი სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიით შეურაცხყოფილია
გერმანიისა და დანიის ნაკრები გუნდების მატჩის (2:1 გერმანელთა სასარგებლოდ) დროს სოციალურ ქსელ "თვითერში" გერმანიის ნაკრების გამთამაშებლის, მესუთ იოზილის წინააღმდეგ უდიდესი რასისტული კამპანია აგორდა.

შეხვედრის დროს უცნობმა პიროვნებამ ხსენებულ სოციალურ ქსელში ასეთი სახის შეტყობინება გამოაქვეყნა: "იოზილი ხომ ნაღდად არ არის გერმანელი! ქაღალდის ერთი ნაგლეჯი ადამიანის ეროვნებას ვერ შეცვლის!"

ძალიან მოკლე დროში ამ შეტყობინებას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა! იწერებოდა ისეთი კომენტარები, როგორიცაა: "გერმანიის ნაკრებში მხოლოდ ის ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ, რომლებსაც გერმანული გვარები აქვთ".

ამ თემას გერმანიის საფეხბურთო კავშირის სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც "თვითერმა" თემა წაშალა.

ცხადია, ამ თემას გამოეხმაურა მესუთიც, რომლის მშობლები წარმოშობით თურქები არიან, თავად იოზილი კი, მოგეხსენებათ, გელზენკირხენში დაიბადა და გაიზარდა. მისმა ადვოკატმა კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა - მომხდარის გამოძიებას, თემის ავტორის პოვნას და მის დასჯას ითხოვს.

"დიდხანს ვფიქრობდი, მიგვემართა თუ არა სასამართლოსთვის და გადავწყვიტე, რომ სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს და ამისათვის სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო," - განაცხადა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის მამამ, 44 წლის მუსტაფა იოზილმა.

იოზილი ჩივის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად