გუნდი, რომელმაც 2011-12 წლების სეზონი მოგება/წაგების ყველაზე უარესი მაჩვენებლით დაასრულა, მაიკ დანლეპმა ჩაიბარა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უსუსტესმა გუნდმა "შარლოტ ბობკეტსმა" ახალი მწვრთნელი იპოვნა.

გუნდი, რომელმაც 2011-12 წლების სეზონი მოგება/წაგების ყველაზე უარესი მაჩვენებლით დაასრულა, მაიკ დანლეპმა ჩაიბარა.

სააგენტო AP-ის ცნობით, დანლეპი ათკაციან კანდიდატთა სიაში შედიოდა. მოლაპარაკებების შემდეგ ეს სია სამ კაცამდე დავიდა, მაგრამ დანლეპი იქ არ იყო მოხსენიებული. თუმცა საბოლოოდ "შარლოტის" წარმომადგენლებმა ისევ გადაწყვიტეს მასთან მოლაპარაკებების წარმოება და სამუშაო მას მიანდეს.

წინა მთავარ მწვრთნელთან, პოლ საილასთან კონტრაქტი 2011-12 წლების სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო არ გააგრძელეს. "შარლოტმა" ბოლო ადგილი დაიკავა 7 მოგებით (66 მატჩში) და NBA-ს ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა მოგება/წაგების პროცენტული მაჩვენებლით (10.6 პროცენტი).

"შარლოტის" კალათბურთელებმა დაამხეს 39 წლის წინანდელი ანტირეკორდი, რომელიც "ფილადელფიას" ეკუთვნოდა - 9 მოგება 82 მატჩში (11.0 პროცენტი).

54 წლის დანლეპმა კარიერის დიდი ნაწილი საუნივერსიტეტო გუნდებში გაატარა. ასევე, ორი სეზონის განმავლობაში ის "დენვერის" მთავარი მწვრთნელის, ჯორჯ კარლის ასისტენტად მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად